დეპუტატზე განხორციელებული მუქარის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ავტორი: გურიის მოამბე
დეპუტატზე განხორციელებული მუქარის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარეზე ამავე საკრებულოში, დავით მჟავანაძეზე განხორციელებული მუქარის გამო, შსს-მ სისხლის სამართლის საქმე 151 მუხლით აღძრა.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" დავით მჟავანაძის მხარემ აცნობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მუქარაში ბრალდებულ ჯაბა ნინიძეს ერთ წლამდე პატიმრობა, ან შინა პატიმრობა ემუქრება.
ვინაიდან ის საზღვარგარეთ ცხოვრობს და დიდი ალბათობაა მან არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მაშინ კი შესაძლოა მას ბრალი დაუმძიმდეს და პრობლემები იმ ქვეყანაშიც შეექმნას სადაც ამჟამად მოღვაწეობს.
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, დავით მჟავანაძემ შსს-ს ამ დღეებში მიმართა.
მისი განცხადებით, რომელიც მან სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა, მას ფიზიკური ლიკვიდაციით ექს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერორისტული თავდასხმის გამო ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილის, მოსკოვში მცხოვრები იგორ გიორგაძის გარმოცვის წევრი, ჯაბა ნინიძე ემუქრება"
"ხოლო მის უკან თბილისის მერის, კახი კალაძის მარჯვენა ხელი, ილა კეჭაყმაძე დგას. 

ეს განცხადება, მჟავანაძემ, გურიის პოლიციაში შესვლამდე, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი: მუხლი 151;

1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

'.$TEXT['print'].'