სად ქრება ფეხბურთის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხები - აუდიტის დასკვნა
ავტორი: გურიის მოამბე
სად ქრება ფეხბურთის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხები - აუდიტის დასკვნა

კორუფცია ქართულ ფეხბურთში?-სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის 2015, 2016 წლებსა და 2017 წლის 9 თვეში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა

ანგარიშიდან ნათელი ხდება, რომ დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში არაპროფესიონალიზმის, კვალიფიკაციისა და ფეხბურთისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო ამ სტრუქტურებში კორუფციის დიდი მასშტაბების ალბათობა საკმაოდ დიდია.

"გურიის მოამბე" გტავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს აუდიტის სამსახურის დასკვნიდან, რომელიც ამ უკანასკნელის ვებ გვერდზეა (https://sao.ge/audit/audit-reports), განთავსებული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის 2015, 2016 და 2017 წლის 9 თვეში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი: უეფას რეგულაციებით, 21 წლამდე•შესაბამისობის აუდიტი. შედეგად გამოვლინდა: 

ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნაკრების საკვალიფიკაციო გასვლით მატჩებში - მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად, უეფადან გამოყოფილი თანხიდან - 135,000 ევროდან, ფეხბურთის ფედერაციას უნდა დაეფინანსებინა ხუთი გასვლითი მატჩის - მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯები. ფაქტობრივად, ამ მიზნობრიობით, ერთ გასვლით მატჩში დაიხარჯა ფეხბურთის ფედერაციის 82,809 ლარი, ხოლო ოთხ გასვლით მატჩში - სამინისტროდან ფედერაციაში გადარიცხული საბიუჯეტო სახსრები - 332,320 ლარის ოდენობით. უეფას მიერ გამოყოფილი 135,000 ევრო (357,545 ლარი) გამოყენებულ

იქნა ფეხბურთის ფედერაციაზე უეფას მიმართ რიცხული ძველი ვალების დასაფარად. გამომდინარე იქიდან, რომ დაფინანსების პირდაპირი წყარო არსებობდა და იმის გათვალისწინებით, რომ უეფადან გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი ხუთივე გასვლითი მატჩის დასაფინანსებლად (სხვაობა - 57,584 ლარი), ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსებულიყო მხოლოდ 57,584 ლარი. შესაბამისად, გამოყოფილი 332,320 ლარიდან ბიუჯეტში დაბრუნებას  ფეხბურთის ფედერაციაზე რიცხული დებიტორული დავალიანება: სამინისტროს•ექვემდებარება - 274,736 ლარი;  ფეხბურთის ფედერაციის მიმართ ერიცხება დებიტორული დავალიანება 234,535 ლარის ოდენობით, რომელიც გამოვლენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტებით, ასევე აღიარებული და დადასტურებულია ფეხბურთის ფედერაციის მიერ. სამინისტროს არ გაუტარებია ქმედითი ღონისძიებები აღნიშნული  ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტის შედგენა - შესრულება: ფონდის 2016•დებიტორული დავალიანების ბიუჯეტში დასაბრუნებლად;  წლის პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები 40,200,000 ლარის ოდენობით, დამტკიცდა რეალური შემოსავლების გაუთვალისწინებლად. მობილიზებულ იქნა მხოლოდ 26,310,282 ლარი. შესაბამისად, ვერ შესრულდა პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ხარჯები, რის გამოც გათვალისწინებული ხარჯების ნაწილობრივი დაფარვის მიზნით, 2016 წლის 30 დეკემბერს კომერციული ბანკიდან აღებულ იქნა სესხი - 2,000,000 ლარის ოდენობით. ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი დაიფარა 2017 წლის 9 იანვარს. საკომისიომ და პროცენტმა შეადგინა 9,479 ლარი, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული არ ყოფილა;  შრომის ანაზღაურება: ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგოშეადგენდა 3,000 ლარს, რაც 2-ჯერ აღემატება კანონით განსაზღვრულს. ამასთანავე, ფონდის დირექტორის თვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 6,250 ლარს, მაშინ როდესაც, ის არ უნდა აღემატებოდეს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს - 2,950 ლარს. შედეგად, ბუჯეტიდან კანონთან შეუსაბამოდ, სულ გაწეულია 135,250 ლარის ხარჯი.

უეფას რეგულაციებით, 21 წლამდე ფეხბურთელთა 2015-2017 წლების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო გასვლით მატჩებში მონაწილე ასოციაციებს - მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად, უეფა აფინანსებდა 135,000 ევროს (357,546 ლარი) ოდენობით  . 21 წლამდე ფეხბურთელთა 2015-2017 წლების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იყვნენ: ესპანეთი, სან - მარინო, ხორვატია, შვედეთი და ესტონეთი. აქედან, ესპანეთში გასვლითი მატჩის ხარჯები სამინისტროდან ფეხბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ასიგნებიდან არ დაფინანსებულა, ხოლო დანარჩენი ოთხი გასვლითი მატჩი დაფინანსდა სამინისტროს მიერ. ოთხი გასვლითი მატჩის - მგზავრობის, კვების და დაბინავების თანხამ შეადგინა 332,320 ლარი, რომელიც უნდა დაფინანსებულიყო ფეხბურთის ფედერაციის მიერ უეფადან გამოყოფილი სახსრებით.

აუდიტორული პროცედურებით გამოვლინდა, რომ 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების გასვლით საკვალიფიკაციო მატჩებში - მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 332,320 ლარის ოდენობით, არაპირდაპირ მოხმარდა ფეხბურთის ფედერაციის უეფას მიმართ რიცხული გასული პერიოდის დავალიანების დაფარვას, რომლის არსებობისა და წარმოშობის საფუძვლების შესახებ სამინისტრო სათანადოდ დასაბუთებულ ინფორმაციას არ ფლობდა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი არ ვრცელდება ფეხბურთის ფედერაციასა და უეფას შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობათა კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა- შეფასებაზე. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, შევაფასოთ აღნიშნული დავალიანების სისწორე და რეალობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, აღნიშნული ღონისძიების დაფინანსების სხვა ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში, მსგავსი მნიშვნელობის ტურნირი უნდა დაფინანსებულიყო. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირი დაფინანსების წყარო არსებობდა თანხის გამოყოფის შესახებ, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი წინაპირობა იქნებოდა უეფას მიერ გამოყოფილი 135,000 ევროს ოდენობით რესურსის არსებობისა და ფედერაციის უეფას მიმართ რიცხული დავალიანების წარმოშობის საფუძვლების შესახებ სამინისტროს ამომწურავი ინფორმირებულობა. ასეთ პირობებში სამინისტროს ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო დასაბუთებული რწმუნება დაფინანსების ალტერნატიული წყაროს არარსებობაზე და მხოლოდ აღნიშნული პროცედურების შემდგომ განეხილა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ასიგნებიდან ფეხბურთის ფედერაციისათვის დროებით, შემდგომი დაბრუნების პირობით ან სხვა წყაროდან (მაგალითად, მთავრობის სარეზერვოფონდიდან) თანხის გამოყოფის შესაძლებლობა. ამავე დროს, ჩვენი მოსაზრებით, განხორციელებული გზით დაფინანსების გადაწყვეტილება არ შეესაბამება ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ: გამოყოფილი 332,320 ლარიდან ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება - 274,736 ლარი;

ფეხბურთის ფედერაციის მიერ მამაკაცთა და ქალთა ეროვნული, ასევე ასაკობრივი ნაკრებების ქ. თბილისში გასამართი შესარჩევი და საერთაშორისო ამხანაგური მატჩების დროს გასაწევი სატრანსპორტო მომსახურება, უმეტეს შემთხვევაში, შესყიდულია ერთი კომპანიისგან . აღნიშნულ კომპანიაზე გადარიცხულმა თანხამ სულ შეადგინა 242,276 ლარი. 

ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები:  2017 წლის 5 ივლისამდე არ არსებობდა გაწერილი კრიტერიუმი, რა პრინციპით, პროპორციით და მოცულობით უნდა გაცემულიყო კლუბებზე ფინანსური სტიმულირების თანხები. არარსებული რეგულაციის პირობებში, კლუბებზე ფინანსური სტიმულირების სახით გაცემულია 3,804,367 ლარი;  საბაზისო დაფინანსებასა და ხელშეკრულებებში არ არის გაწერილი, რა ოდენობის თანხა უნდა იყოს მიმართული შრომის ანაზღაურებაზე. გარდა ამისა, არ არის განსაზღვრული სხვადასხვა ხარჯის ზღვრული ნორმებიც. კერძოდ, რა ოდენობის თანხა უნდა მოხმარდეს მივლინებებს, შეკრებებს, სპორტულ ეკიპირებას და სხვა ხარჯებს.  არ არის შემუშავებული კლუბების საჭიროებისათვის ერთიანი შესყიდვების. პოლიტიკა, როგორც ფონდის საპროგრამო პრეზენტაციაშია ეს გაცხადებული.

ფონდში ხელფასებზე, სარგოს სახით სულ დარიცხული და გაცემულია 283,500 ლარი. მათ შორის, 2016 წელს (მარტი - დეკემბერი) - 148,750 ლარი, ხოლო 2017 წელს (იანვარ - სექტემბერი) - 135,000 ლარი. ფონდში თანამდებობრივი სარგოების გაცემისას არ არის დაცული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა17 და 2016 და 2017 წლების ბიუჯეტის შესახებ კანონის მოთხოვნები. კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს, ხოლო შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო - 1,500 ლარს.

'.$TEXT['print'].'