"გაგვაგებინეთ რა გიშლით ხელს?-იქნებ დაგეხმაროთ" - გულშემატკივრები "მერცხალის" ადმინისტრაციას
ავტორი: გურიის მოამბე
"გაგვაგებინეთ რა გიშლით ხელს?-იქნებ დაგეხმაროთ" - გულშემატკივრები "მერცხალის" ადმინისტრაციას

"ჩვენ ვართ ოზურგეთის "მერცხალის" გულშემატკივრები და ეს გუნდი პირველ რიგში გულშემატკივრებს ეკუთვნის, გუნდის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ კი კეთილი უნდა ინებოს და ჩვენს შეკითხვებს პასუხი გასცეს"

ამ განცხადებით დაიწყო გუშინ, ოზურგეთის "მერცხალის" ვეტერან ფეხბურთელთა და გულშემატკივართა შეკრება "ჭადრების ბაღში", მისმა ერთერთმა ორგანიზატორმა გოჩა თოხაძემ.

თოხაძემ, რომელიც ოზურგეთის "მერცხალის" ყოფილი ფეხბურთელია, ვეტერან ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან ერთად მოუწოდა "მერცხალის" მოქმედ ადმინისტრაციას გულშემატკივრებთან მეტი ურთიერთობისაკენ:

"ვკითხულობთ არ გვპასუხობენ, სრული იგნორირება ხდება თითქოს არც ვარსებობდეთ, ხალხო იქნებ დახმარება გინდათ, მზად ვართ, გვითხარით რას აპირებთ, რა არის თქვენი ხედვა, როგორია თქვენი გეგმა არსებული სიტუაციიდან რომ გამოვიდეთ, იქნებ ჩვენც გვაქვს ხედვები, დავჯდეთ დავილაპარაკოთ, აგვიხსენით რამ მიგვიყვანა აქამდე"-იკითხა თოხაძემ.

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი ოზურგეთის "მერცხალი" დღეისათვის რეგიონალური პირველობის დასავლეთ ზონაში ასპარეზობს და დიდი სანსია, რომ მიმდინარე სეზონში ეს ლიგაც დატოვოს, რომლის იქეთაც ქართული საფეხბურთო იერარქიის უკანასკნელი საფეხურია.

"წარმოგიდგენიათ ფეხბურთი უგულშემატკივროთ? უეფას ყველაზე დიდი სასჯელი და სანქზიაა თამაშის მაყურებლების გარეშე გამართვა, სიამაყით მევსება გული როცა დღეს მხვდებიან და ჩემს ფეხბურთს იხსენებენ, მინდა ყველამ კარტგად გაიგოს, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ შევკრებივართ და არც არავის მხარდასაჭერად, ერთადერთი მიოზანი რისთვისაც აქ შევიკრიბეთ ოზურგეთში ფეხბურთის გადარჩენაა, გვინდა ერთობლივად ვიფიქროთ როგორ ვუშველოთ ფეხბურთს"-თქვა კიდევ ერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ბადრი ლომინაძემ.

შეხვედრაზე "მერცხალის" მოქმედი ადმინისტრაციიდან არავინ არ იმყოფებოდა.

მოგვიანებით "ჭადრების ბაღში" ოზურგეთის მერი მივიდა:

"მეტი მინდა გავაკეთო, სამწუხაროდ გუნდში ერთიანობა არ არის რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საქმეს, მამუკა აქაა გოგუაძე" - იკითხა მერმა და უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ დასძინა , რომ - "აუცილებელია მუშა შეხვედრის ჩატარება, რომ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა და როგორ"-დასძინა შარაშენიძემ და წუხილი გამოტქვა, რომ შეხვედრის შესახებ ის არ იყო ინფორმირებული, თორემ მასში დასაწყისიოდან მიიღებდა მონაწილეობას.

შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ კვლავ შეიკრიბონ და მოუწოდეს კლუბის ადმინისტრაციას პასუხი გასცეს გულშემატკივრის შეკითხვებს.

შეხვედრის ვიდეო იხილეთ "გურიის მოამბეს" ვებ გევრდზე;

 

'.$TEXT['print'].'