12 აგვისტო - გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში "გავარდნილები 2018"!
ავტორი: გურიის მოამბე
12 აგვისტო - გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში "გავარდნილები 2018"!

მიმიდინარე წლის 12 აგვისტოს ჩატარდება, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ "ბაზიერის" მიერ ორგანიზებული, გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში "გავარდნილები 2018"!
ჩემპიონატი ჩატარდება გურია, ქ. ოზურგეთში.
შეკრება 09:00 საათზე ოზურგეთის თეატრთან. შეჯიბრის დასაწყისი 10:00 საათი.
ჩემპიონატში მონწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს!
მსროლელები გაისვრიან 30 ვაზნას!
შეჯიბრზე დაიშვება მხოლოდ გადასახსნელი(ორლულიანი) და ნახევრადავტომატური თოფები. 12 კალიბრი.

1. მონაწილეობის ღირებულება- 40 ლარი
2. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად. თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ აცილებამდე. ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ აცილებამდე.
3. თეფში გატეხილად ითვლება თუ მთლიანად დაიმტვრევა ან მოსცილდება (მოტყდება) თვალით ხილული ნატეხი!
სხვა ყველა შემთხვევაში ითვლება აცილება!
მსროლელი ვალდებულია გასროლების სერიის დამთავრების შემდეგ იკითხოს მისი შედეგი და პრეტენზიის შემთხვევაში, ქულა გააპროტესტოს ადგილზე, უშუალოდ პოზიციაზე ყოფნისას! ყველა სხვა შემთხვევაში მსაჯთა კოლეგია არ განიხილავს მსროლელის პერეტენზიას!!!
3.1 ნახევრადავტომატური თოფების შემთხვევაში თუ თოფმა არ გაისროლა მეორე ვაზნა ზედიზედ სამჯერ, მაშინ მსროლელი ვალდებულია შეცვალოს თოფი და ისე გააგრძელოს ასპარეზობა! თოფის არ შეცვლის შემთხვევაში მსროლელი ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს!
არგადატენვის შემთხვევაში იქნება გადასროლა და პირველი თეფში არ ჩაითვლება, მიუხედავად იმისა გატყდა თუ არა! 
3.2 სინქრონული და სასიგნალო დუპლეტის შემთხვევაში, როცა ან თოფმა არ გადატენა და არ მოხდა ვაზნის მიწოდება, ან მეორე თეფში აპარატიდან გამოვიდა გატეხილი, დაინიშნება გადასროლა და პირველი სროლის შედეგი იქნება გაბათილებული! ანუ პირველი თეფში არ ჩაითვლება. დუპლეტი მსროლელმა უნდა მიიღოს სრულად.
4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება.
5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!!
6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით.
7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს!
9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული რესივერით,„ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!!
ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!!
ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!
10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!!
წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს თან!
დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე www.bazieri.ge
tel:557927100

'.$TEXT['print'].'