ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა ოთხი მედალი მოიპოვეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა ოთხი მედალი მოიპოვეს

ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა 8 აგვისტოს ქ. ბათუმში გამართულ ტურნირში, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა უკვდავსაყოფად იმართება, ოთხი მედლის - ერთი ოქროს , ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მოპოვება შესძლეს.

ოზურგეთელმა სპორტსმენებმა აღნიშნულ   ტურნირში  დამაჯერებლად კარგად იასპარეზეს.  გიორგი შუკაკიძემ - პირველი ,  ილია ჟვანიან   , როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით მეორე , ხოლო  ლუკა ლიპარტელიანმა კი მესამე საპრიზო ადგილის  დაკავება შესძლეს.  

ასპარეზობაში ასევე  გამოდიოდნენ  საქართველოდან სხვადასხვა რეგიონის ნაკრები გუნდები.    

მკლავჭიდელთა ნაკრები  შეჯიბრისთვის მწვრთნელებმა : გიორგი რუსიეშვილმა და ზურაბ ბურჭულაძემ მოამზადეს. 

ქ. ბათუმში გამართულ ტურნირში  მკლავჭიდელთა ნაკრების  ორგანიზებულად  გამგზავრება,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ  უზრუნველყო. მკლავჭიდელთა სექცია  აღნიშნული გაერთიანების ბაზაზე უკვე წლებია არსებობს და წარმატებებს აღწევს. 

 

'.$TEXT['print'].'