ახალი საშტატო ნუსხა და შემცირებული ხელფასები ოზურგეთის მერიაში-რას აპროტესტებს საკრებულო?
ავტორი: გურიის მოამბე
ახალი საშტატო ნუსხა და შემცირებული ხელფასები ოზურგეთის მერიაში-რას აპროტესტებს საკრებულო?

დღეს გამართულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებისა და მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებულ საკითხს. 

რანგირების ახალი წესის დამტკიცებასა და ხელფასების შემცირებას უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა. 

მათი ნაწილის განცხადებით, მერიამ თავის დროზე ქალაქისა და მუნიციპალიტეტის შერწყმის შემდეგ მობილობის არასწორად განხორციელების გამო ბიუჯეტი დააზარალა, რის გამოც პასუხისმგებელ პირებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. 

საშტატო ნუსხის პროექტი, რომლის არაკანონიერებაზე დღეს დეპუტატები ღიად საუბრობდნენ, მიმდინარე წლის იანვრის თვეში უმრავლესობამ თავადვე დაამტკიცა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან დასმულ კითხვას: იღებენ თუ არა თავად დეპუტატები პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც მაშინ მხარი ერთხმად დაუჭირეს,  პასუხი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გასცა, რომელიც ირწმუნება, რომ ცვლილებები რანგირების კუთხით ჯერ კიდევ აპრილის თვიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს მერიის მხრიდან გათვალისწინებული არ იქნა. 

რატომ დააგვიანდა მერიას საჯარო სამსახურის შესახენ არსებული ახალი კანონმდებლობის ფარგლებში ცვლილებების გატარება, ამაზე იურისტი პასუხობს, რომ ამ პერიოდში მათ შერწყმული მუნიციპალიტეტიდან გამომდინარე, პარალელურად სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც უწევდათ მუშაობა. 

ლაშა თავაძე: მერიის იურისტი: "ამ მობილობის პროცესში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით საჯარო სამსახურის ბიუროსთან. გაიცა რეკომენდაცია, რომლითაც პიროვნება, რომელიც იყო მესამე რანგის მეორე კატეგორიის თანამდებობაზე დანიშნული და შემდეგ დაინიშნა მესამე რანგის პირველი კატეგორიის თანამდებობაზე, უნდა დაუბრუნდეს თავის რანგს. მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოცხადდება რეორგანიზაცია მერიაში. 

ბესო ქათამაძე (ენმ-ის დეპუტატი): ბატონო ლაშა, როდესაც შერწყმა მიდიოდა მუნიციპალიტეტის, ვინც ამას მაშინ მხარი დაუჭირა და დღეს ხედავთ, რომ ნახევარი მილიონით დაზარალდა ბიუჯეტი, ამაზე პასუხისმგებლობას ამომრჩევლების წინაშე იღებს ვინმე? ეს რანგირება და ხელფასების მატებაც ხომ დამტკიცდა საკრებულოზე უკვე? ჩვენ მაში ამის წინააღმდეგი ვიყავით და ოპოზიციას ჩაუდექით მაშინ ოპოზიციაში.

მარიკა ჩხიკვიშვილი, "ოცნების" დეპუტატი: ბატონო ლაშა, თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენ თანამშრომელს დააკლდა ხელფასი და რა რაოდენობის? თუ გაქვთ მონაცემები, რამდენი ლარის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს? როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაზარალდა თავიდან არასწორად წარმოებული მობილობის გამო, ამაზე პასუხს აგებს ვინმე? მე მგონი აქ გაცილებით მძიმედაა საქმე, ვიდრე ცანს და ეს საკითხი უნდა იყოს ძირფესვიანად შესწავლილი. მე ვითხოვ აუდიტის სამსახური ჩაერთოს ამაში და შესწავლილი იქნეს.

ლაშა თავაძე: "ფინანსურ მხარეზე მე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, ამას ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირი. რაც შეეხება დარღვევას, აქ არანაირი კანონის დარღვევა არ ყოფილა. 

გიორგი ღურჯუმელიძე (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე): 2018 წლის 18 იანვარს, ოზურგეთის საკრებულომ დაამტკიცა საშტატო ნუსხა და დაამტკიცა სახელფასო სარგოები. მუნიციპალიტეტი ამტკიცებს საშტატო ნუსხას და პიროვნებებს არ ანიჭებს კატეგორიას და რანგს. მაშინ ვთვით, რომ რანგირება უნდა ცატარებულიყო. მერის სახელზე გამოგზავნიოლია საჯარო სამსახურის ბიუროს წერილში ვკითხულობთ, რომ გარკვეულ თანამდებობებზე მობილობის წესით ადამიანები დაინიშნენ უფრო მაღალ რრანგებზე. კარიერული განვითარება კი ხდება მხოლოდ კონკურსის საფუძველზე. პირობითად ეს შეცდომა მოხდა და ამის მიზეზია, რომ თურმე მუნიციპალიტეტში უფრო მაღალ რანგზე იყვნენ ეს ადამიანები და ახლა უფრო დაბალზე დაინიშნენ. მაგრამ მუნიციპალიტეტმა დაუშვა გამონაკლისი ამ შერწყმის გამო. მაგრამ პირველ აპრილამდე 2017 წლის რანგირება უნდა დაეკორექტირებინა და ხარვეზები გამოესწორებინა. მაგრამ, ეს ასე არ მოხდა და დღეს ვიგებთ, რომ ახალი საშტატო ნუსხა მტკიცდება. ჩვენ არა აერთხელ მივმართეთ შემდეგ მერიას და საკრებულოზეც განვიხილეთ ეს საკითხი, მაგრამ არ გამოსწორდა. 6 400ლარია თვეში დამატებითი თანხა გადახდილი. რატომ იქნა ეს შეცდომა დაშვებული? რა ელოდება იმ ადამიანებს, ვინც ამ პოზიციაზე მუშაობდნენ?

ბესო ქათამაძე: ეს წერილი თქვენთვის როდის გახდა ცნობილი? თუ ასეთი პრობლემები იყო ამ საკითხში, რატომ არ ვიცოდით ჩვენ დეპუტატებმა ამის შესახებ? მე პირადად ეს არ მომისმენია და თუ ვინმემ მოისმინა, ვთხოვ თავისი პოზიცია დააფიქსიროს. თქვენ რომ აქ დაამტკიცეს რანგირების პროცესი და ადამიანები საერთოდ რანგიოს გარეშე დატოვეთ, რატომ აუწიეთ ხელი? რატომ არ დაიცავით არავის პოზიცია? 

მარიკა ჩხიკვიშვილი: ბესო, თქვენ რაც გინდათ მარტო იმას ისმენთ.

ბესო ქათამაძე: როგორ გეკადრებათ, მე თქვენსავით ყველაფერს უაზროდ არ ვუწევ ხელს და სმს არ მომდის რა უნდა ვთქვა და რა უნდა წავიკითხო. 

ხათუნა ცერცვაძე: ბატონო ბესო, არასწორად რომ ტარდებოდა კონკურსები, მაშინ სად იყავით? ხმას რატომ არ იღებდით/ ნატო ხომერიკი რომ ასე გაიმეტეს, ამაზე რატომ არ თქვით არაფერი?

ბესო ქათამაძე: მე თქვენგან განსხვავებით, ყველაფერზე ვაფიქსირებ პოზიციას. რომ ადექით და წინა ხვირაში ხელი რომ აუწიეთ პ[არკირების გაძვირებას, იმ ხალხზე რატომ არ იფიქრეთ, ვინც ამის გამო ზარალდება? თუ ეს არ არის თქვენი ინტერესი? 

სხდომის დასასრულს კიდევ ერთხელ გააკეტა განმარტება მერიის იურისტმა ლაშა თავაძემ. მისი განცხადებით, მერია მხოლოდ საშტატო ნუსხისა და რანგირების თემებზე ხომ არ იყო გადართული? არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც და ამიტომ მოხდა ამის დროში გაწელვა. 

თავაძის ეს განმარტება, როგორც თავად აღნიშნა კარგად ვერ გაიგო და კითხვით მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს მიუბრუნდა, იგივე პასუხის მიღების შემთხვევაში, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა სირაძეს იურიდიულ საკითხებში მრჩევლების დამატება ურჩია. 

კიდევ ერთი უმრავლესობის დეპუტატის, ლავრენტი ბიგვავას კითხვას, თუ ის ტანხები ზედმეტად გაიცა თანამშრომლებზე, ვინ უნდა დააბრუნოს ეს თანხები უკან? ლაშა თავაძემ განმარტა, რომ ისინი თანხას არ დააბრუნებენ. ჩხივიშვილის რეპლიკის შესაბამისად კი, ამ საკითხზე საკრებულო სასამართლოში იდავებს და დადგება იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც თავის დროზე ბიუჯეტი აზარალა.

'.$TEXT['print'].'