13 აგვისტოდან მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტებზე ფასდაკლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება
ავტორი: ipn.ge
13 აგვისტოდან მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტებზე ფასდაკლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება

ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას აფართოებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, პროექტის მიხედვით, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები 13 აგვისტოდან არსებულზე მეტად ხელმისაწვდომი გახდება და მათზე ფასდაკლება გავრცელდება მთელს მოსახლეობაზე. 
დავით სერგეენკოს განმარტებით, პროგრამაში, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობისათვის სამედიცინო დანახარჯების შემცირებას გულისხმობს, ჩაერთვება ყველა სააფთიაქო ქსელი, იშვიათი გამონაკლისების გარდა. 

„შარშან ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ფარავდა ძირითადი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პერპარატებს. ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი და პროექტი გაფართოებას საჭიროებს, რადგანაც ფინანსური ბარიერი მაღალი აქვთ არამარტო სოციალურად დაუცველებს, არამედ პენსიონერებს და შშმ პირებს. ამიტომ ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით. პირველი ის, რომ 2018 წლის მაისში წინასწარი მოლაპარაკებების შემდეგ დავაფუძნეთ ერთობლივი იურიდიული პირი კერძო სახელმწიფო პარტნიორობაზე, როდესაც სახელმწიფო პარტნიორობას გაუწევს კერძო ინდუსტრიას და პირიქით. ამან უკვე შესაძლებლობა მოგვცა, მაისიდან დაწყებულიყო მედიკამენტების გაიაფების პირველი ეტაპი და 13 აგვისტოდან ჩაერთვება შემდეგი ეტაპი. მოსახლეობაში პერიოდულად ვატარებთ კვლევებს, რა სახის მედიკამენტზე უფრო დიდი ფინანსური ტვირთი აქვთ და რა სახის მედიკამენტი არის უფრო მოთხოვნადი. რამდენიმე პრიორიტეტია გამოკვეთილი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მეორე ტიპის დიაბეტი. (პირველი, ბ ტიპის დიაბეტი არის რასაც „ინსულინი“ სჭირდება, მეორე ტიპი არის, რასაც ტაბლეტების სჭირდება) მეორე ტიპის დიაბეტზე იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფინანსური ტვირთი მოსახლეობის. სამი მთავარი მედიკამენტი, რომელიც „კარგად კეტავს“ ამ მეორე ტიპის დიაბეტს, ესენი არის: „მედფორმინი“, „გლიკლაზიდი“ და „გინეპლიდი“. მაისში უკვე დაიწყო გაიაფება და ერთ -ერთი ყველაზე ძვირიანი და მოთხოვნადი მედიკამენტი „მედფორმინი“ მოსახლეობას 13 აგვისტოდან შეეძლება, რომ პრაქტიკულად ნახევარ ფასში შეიძინოს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფომ დახარჯა არა საკუთარი ფინანსური რესურსი, არამედ თავისი რეპუტაციული ჩარევა განახორციელა, რაც გამოიხატა იმაში, რომ რადგან ეს სპეციალური პროექტია, მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები და ამ სამ მედიკამენტზე მთლიანად მოსახლეობას, არამხოლოდ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, არამედ ყველას უკლებლივ გაუნახევრდება ფინანსური ბარიერი. ეს სამი მედიკამენტი იყო მეორე ტიპის დიაბეტზე ყველაზე მოთხოვნადი და მიხარია, რომ ამ ინტერვენციამ მთლიანად მოსახლეობისათვის დაწია ფასები. მასშტაბების მხრივ რომ შევქმნა წარმოდგენა, ამ სამ მედიკამენტზე, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, წელიწადში მოსახლეობა ხარჯავდა 10 მილიონს, ამ ინტერვენციის შემდეგ უკვე მომავალი კვირიდან დაიხარჯება 5 მილიონი და ხაზს ვუსვამ, რომ ეს ეხება ყველას, კატეგორიების მიუხედავად“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

გარდა ამისა, დავით სერგეენკოს განმარტებით, პირველის სექტემბრიდან ამოქმედდება პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პენსიონერებმა და შშმ პირებმა მედიკამენტები იაფად შეიძინონ. სერეენკოს თქმით, ამ პროექტის მიხედვით აღნიშნული პირები იგივე მედიკამენტს შეიძენენ, რასაც ამ დრომდე ყიდულობდნენ და ბევრად ნაკლებს გადაიხდიან.

„რაც შეეხება პენსიონერებს, პირველი სექტემბრიდან ჩვენ შეგვეძლება, რომ ამ სამ მედიკამენტზე სუბსიდირება გავაკეთოთ და პენსიონერებუსთვის ფასი კიდევ უფრო დავწიოთ და ასევე გავაფართოვოთ გულსისხლსძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატები. გარდა ამისა, ამ წლის განმავლობაში უკვე შემდეგი ნაბიჯი იქნება სხვა ქრონიკული დაავადებების, ის რასაც მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე ვაფინანსებდთ, რომ გავრცელდეს პენსიონერებსა და შშმ პირებზე. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თუ სოციალურად დაუცველებს მაქსიმუმ ერთ ლარად შეეძლოთ შეძენა, პენსიონერებსა და შშმ პირებს დღევანდელ ფასებთან შედარებით, ყველაზე დიდი, მაქსიმუმ ამის ნახევარი შესაძლოა დაუჯდეთ. ანუ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ფინანსური ტვირთი“, - განაცხადა სერგეენკომ. 

მინისტრის თქმით, ტარდება კვლევა იმის შესახებ, თუ რა თანხას ხარჯავენ პენსიონერები პრეპარატების შესაძენად. სერგეენკოს განმარტებით, ზუსტი სტატისტიკური ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ პენსიონერები მედიკამენტებისთვის საშუალოდ თვეში 50-60 ლარს ხარჯავენ, ამ პროექტის მიხედვით ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად განახევრდება. 

'.$TEXT['print'].'