მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ.
ავტორი: გურიის მოამბე
მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ.

მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ.
აღნიშნულ საკითხზე განათლების, კულტურისა და სპორტის, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ. 
მთავარი განსახილველი თემა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის მიმდინარე წლის თებერვალში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების გადაჭრა იყო. 
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა ილია ბეგიაშვილმა და მზია გიორგობიანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ მუნიციპალიტეტების მერებთან ის საჭიროებები შეათანხმეს, რაც მუნიციპალიტეტებმა სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა განახორციელონ.შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და გენდერულ საკითხთა სამსახურის უფროსი - მარინა ჯაფარიძე, შესყიდვების განყოფილების უფროსი, დავით გორდელაძე, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში შემავალი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

'.$TEXT['print'].'