წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი კარიერზე მუშაობის დროს დაიღუპა
ავტორი: ipn.ge
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი კარიერზე მუშაობის დროს დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი კარიერზე მუშაობის დროს დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო

'.$TEXT['print'].'