შემოსავლების სამსახურმა ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოავლინა
ავტორი: ipn.ge
შემოსავლების სამსახურმა ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 6-12 აგვისტოს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი განცხადებით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 2975 გადამხდელი შემოწმდა, შედეგად შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები დაფიქსირდა:
„საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 87 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 34 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 351 ფაქტი“, - ნათქვამია განცხადებაში. 

'.$TEXT['print'].'