მძლეოსნობაში ოქროს მედლის მფლობელი ოზურგეთელი სოფო შათირიშვილის დიდი გეგმები
ავტორი: გურიის მოამბე
მძლეოსნობაში ოქროს მედლის მფლობელი ოზურგეთელი სოფო შათირიშვილის დიდი გეგმები

დღეს  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებაში,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე,  მერიის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელი, თამარ  აროშიძე, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი,  გელა შაფაქიძე და  აღნიშნული ცენტრის მოადგილე,  ზურა დოლიძე  ოზურგეთელ, წარმატებულ მძლეოსანს,  საქართველოს ნაკრების  წევრ, სოფიკო შათირიშვილს, მწვრთნელთან მარინა კოტრიკაძესთან ერთად შეხვდნენ.

სოფიკო შათირიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული გაერთიანების მესვეურებს 2018 წელს მიღწეული შედეგები გააცნო. მათ  კი ახალგაზრდა, პერსპექტიულ სპორტსმენს მუნიციპალიტეტის მხრიდან   კვლავაც გვერდში დგომა  და წარმატებების მიღწევის შემთხვევაში ფინანსური   მხარდაჭერა აღუთქვეს.

სოფიკო  შათირიშვილმა მაისის თვეში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იასპარეზა  და ბირთვის კვრაში პირველი ადგილი აიღო. აღნიშნულმა ჩემპიონატნა ახალგაზრდა სპორტსმენს გზა გაუკვალა  აზერბაიჯანში  ასპარეზობისათვის.  მძლეოსანმა გოგონამ,  ბაქოს ჩემპიონატიდან , რომელიც მაისის თვეში გაიმართა, შესძლო და   ოქროს მედალი წამოიღო. 

სოფო შათირიშვილი საქართველოს მძლეოსან ნაკრებ გუნდთან ერთად  ივნისში გერმანიაში, ქ. ლიხტენშტეინში, მცირე ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში საასპარეზოდ წავიდა. აღნიშნულ ტურნირში ახალგაზრდა სპორტსმენმა მეორე ადგილი დაიკავა. ბოლო წარმატება კი , რომელსაც სოფომ 2018 წელს მიაღწია  აზიის ქვეყნებისთვის, ყაზახეთში გამართული ღია პირველობა იყო. სოფომ აქ დამაჯერებლად კარგად იასპარეზა და შეჯიბრიდან ოქროს მედლითა და დიპლომით დაბრუნდა. 

სოფიკო შათირიშვილი :  დიდი მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლომა ჩემ მშობლიურ  სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას,  მის ხელმძღვანელს, გელა შაფაქიძეს.მთლიან ადმინისტრაციას -  მე აქ,  როგორც სპორტსმენმა ფეხი ავიდგი. მადლობა ჩემ მწვრთნელებს: მარინა კოტრიკაძესა და დავით მანთიძეს, რომლებსაც დიდი ამაგი აქვთ ჩემზე. ჩემს  წარმატებებში ლომის წვლილი მათ მიუძღვით. ასევე მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს,  არაერთგზის გაწეული დახმარებისათვის. 

სოფიკო შათირიშვილი ახალი სპორტული სეზონისთვის აქტიურ მზადებას სექტემბრიდან დაიწყებს. ახალგაზრდა მძლეოსანს დიდი გეგმები აქვს - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თასის მოგება. სოფიკოს დარი სპორტსმენისათვის  კი  მიზანი მიღწევადი და ადვილად დაძლევადია. 

'.$TEXT['print'].'