"მერცხალის" ახალგაზრდული ნაკრების პრობლემა მოგვარებულია-მურთაზ აბაშიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"მერცხალის" ახალგაზრდული ნაკრების პრობლემა მოგვარებულია-მურთაზ აბაშიძე

როგორც ოზურგეთის ცენტრალური სტადიონის დირექტორი, მურთაზ აბაშიძე "გურიის მოამბესთან" აცხადებს, ხელფასების დანიშვნასთან  დაკავშირებით მერცხალის" ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეების პრობლემა, გადაწყვეტილია. 

მისივე თქმით, ამ საკითხზე სასაუბროდ რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად, ის ორი დღის წინ ოზურგეთის მერის მოადგილეებსა და ვიცე მერს შეხვდა. აბაშიძე ამბობს, რომ მერია სექტემბრიდან ახალგაზრდული ნაკრების სახელფასო სარგოებისთვის ბიუჯეტიდან თანხას გამოყოფს, მანამდე კი ამ პრობლემას პირადად მოაგვარებს: 'ორი დღის წინ ვიყავით მე და რამდენიმე ფეხბურთელი მისული მერიაში. იქ ვესაუბრეთ მერის მოადგილეებსა და ვიცე მერს. ბატონო კოტე არ იმყოფებოდა ადგილზე. გვაქვს დაპირება, რომ სექტემბრიდან ხელფასები დაენიშნებათ ამ ბავშვებს. მანამდე კი, მე შევეცდები რაიმე სახსრები გამოვძებნო მათთვის. ოღონდ ეს უნდა დაიმსახურონ. შედეგი უნდა დადონ კარგი"-გვითხრა აბაშიძემ. 

"მერცხალის" ახალგაზრდულ ნაკრებში არსებულ პრობლემებზე რამდენიმე დღის წინ საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე წერდა და ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდებდა: 

"ორი დღეა ოზურგეთის "მერცხალის"ფეხბურთელებმა, ახალგაზრდებმა,რომლებმაც უკანასკნელ ხუთ მატჩში საუკეთესო შედეგი აჩვენა და არც ერთხელ არ დამარცხებულა, გაფიცვა მოუწყო კლუბის დირექციას, რადგან სეზონი იხსნება 22 აგვისტოს და კლუბის მომავალი ბუნდოვანია. ითხოვენ საარსებო მინიმუმს ხელფასის სახით. მივმართავ მუნიციპალიტეტის მერიას! საკრებულოს თანამდებობის პირებს, გუბერნატორს და მის მოადგილეებს! მაჟორიტარარ დეპუტატს და მის წარმომადგენლობას! დაუყოვნებლივ, შემჭიდროვებულ ვადებში 10 აგვისტომდე გადაწყვიტეთ მერცხალში არსებული პრობლემები! სპორტსმენ ახალგაზრდებს ნუ გასწირავთ ქუჩისათვის! წინააღმდეგ შემთხვევაში პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც საკრებულოს წევრი, საქართველოს ლეიბორისტილი პარტიოს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის სახელით, ასეულობით გულშემატკივარი გამოვა ქუჩაში და ფეხბურთელებთან ერთად ჩვენ გადაგიწყვიტავთ თქვენს პოლიტიკურ მომავალს!....წერდა მამალაძე. 

დეპუტატის ამ განცხადებას ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "მერცხალის" მწვრთნელი, ხარიტონ ჩხატარაშვილი: 

"გენერალური დირექტორი რომ დარბის მერიაში განცხადებით, თანამშრომლები არ დადიან სამსახურშიო, არ ჯობია ფეხბურთელების ხელფასი გარკვიოს? რონ დაინიშნა გაიხსენეთ მისი დანაპირები ავაღორძინებ გუნდსო... არა აქ შედეგი გუნდს და წავიდეს სახლში მისი დანიშნული თამაშრომლებიანად. რა უნდოდა მეტი, მერიამ 9 ფეხბურთელს 700 ლარი დაუნიშნა. ახალი მთ. მწვრთნელი. მეკარეების მწვრთნელი, გუნდის უფროსი და კიდევ დამხმარე თანამშრომლები...თავი ვერ მოაბეს რა. შეგახსენებთ მეგობრებო, კლუბი იმართება სამი პრინციპით; პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და სამართლიანობა. სამწუხაროდ, ეს კრიტერიუმები დღეს კლუბში არ არის განხორციელებული"-წერდა ჩხატარაშვილი. 

'.$TEXT['print'].'