დღეს ოზურგეთის სპორტის სასახლეში სტარტი მინი ფეხბურთის ტურნირმა ,,ოზურგეთი 2018 “ აიღო
ავტორი: გურიის მოამბე
დღეს ოზურგეთის სპორტის სასახლეში სტარტი მინი ფეხბურთის ტურნირმა ,,ოზურგეთი 2018 “ აიღო

 დღეს ოზურგეთის სპორტის სასახლეში სტარტი მინი ფეხბურთის ტურნირმა  ,,ოზურგეთი 2018 “  აიღო . სამოყვარულო  ასპარეზობაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტიდან რვა გუნდი იღებს. გუნდები  ,, A,, და  ,,B,,  ქვეჯდუფებად არიან დაყოფილები.

სამოყვარულოტურნირი -  საკვალიფიკაციო, ჯგუფურ და ფინალურ  ეტაპებს მოიცავს.  შეჯიბრის  მიზანი - ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების აქტიურ სპორტულ ცხოვრებაში ჩართვა და   ფეხბურთის  პოპულარიზაციაა.

ტურნირში მონაწილეობას - ლიხაურის, ბახვის, ,, მოფანტულის,, , წულუკიძის ქუჩის, ასევე ,, საძმო I ,, , დვაბზუს, მოიდანახისა და ,, საძმო II ,,  გუნდებიიღებენ.

ტურნირის ჯგუფური ეტაპი სამ დღეს გასტანს. ორშაბათიდან, 20 აგვისტოდან  ნახევარფინალები დაიწყება. ასპარეზობის საფინალო შეხვედრა კი სამშაბათს, 21 აგვისტოს  გაიმართება.

პირველ   და  მეორე ადგილზე გასული გუნდები თასებსა და  ფულად  ჯილდოს  მიიღებენ.  ღონისძიების ორგანიზატორი ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებაა.

 

'.$TEXT['print'].'