ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამით დიაბეტის სამკურალო პრეპარატები გაიაფდა.დამატებით, კომპანია “გეფა”-ს ინიციატივით, რომელიც არის “ფარმადეპო”-ს და “ჯპს”-ს მომწოდებელი, ყველა მომხარებელი მიიღებს პროგრამით გათვალისწინებული ანტიდიაბეტური მედიკამენტების 10 აბს ერთჯერადად უფასოდ *ფარმადეპოს და ჯპს-ს სააფთიაქო ქსელებში მაისიდან უკვე დაიწყო რიგ მედიკამენტეზე, მათ შორის ანტიდიაბეტურზეც ფასების მნიშვნელოვანი შემცირება.ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით: “მეორე ტიპის დიაბეტზე იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფინანსური ტვირთი მოსახლეობისთვის. სამი მთავარი მედიკამენტი, რომელიც "კარგად კეტავს" ამ მეორე ტიპის დიაბეტს, ესენია: "მეტფორმინი", "გლიკლაზიდი" და "გლიმეპირიდი". აღნიშნული მედიკამენტები საქართველოში წარმოდგენილია სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით და მწარმოებლით.იხილეთ, რა ფასად შეუძლია მოსახლეობას შეიძინოს მედიკამენტები - "მეტფორმინი", "გლიკლაზიდი" და "გლიმეპირიდი" ფარმადეპოში, ჯპს-ში და სხვა აფთიაქებში: