სოფლის ბიბლიოთეკების გასაძლიერებლად მემორანდუმი გაფორმდა
ავტორი: ipn.ge
სოფლის ბიბლიოთეკების გასაძლიერებლად მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნულ ბიბლიოთეკას, Gulf Georgia-სა და Entrepreneur Georgia–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან, აცნობეს, მემორანდუმის თანახმად, მოძრაობა „ეკივილიბრიუმისა“ და პროექტ „წიგნიერის“ ფარგლებში, ეს გამოცემა სოფლის სკოლების ბიბლიოთეკებს უფასოდ გადაეცემათ. ასევე დაიგეგმა ღონისძიებები სოფლის სკოლების ბიბლიოთეკების განვითარების მიმართულებით. 
„შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოძრაობის ფარგლებში ასობით სოფლის ბიბლიოთეკა აღვჭურვეთ ტექნიკით და გადავეცით წიგნები,“ - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. 

'.$TEXT['print'].'