მაკვანეთსა და ბოხვაურში სტადიონების სრული რეაბილიტაცია იგეგმება
ავტორი: გურიის მოამბე
მაკვანეთსა და ბოხვაურში სტადიონების სრული რეაბილიტაცია იგეგმება

ფეხბურთის ფედერაცია სოფელ ბოხვაურისა და მაკვანეთის სტადიონების რეაბილიტაციას იწყებს. 

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" დირექტორმა, მამუკა გოგუაძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, სოფლის სტადიონების რეაბილიოტაციის თაობაზე პროექტი გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით მუჯირმა მოამზადა. 

უახლოეს მომავალში კი სამუშაოები ოფიციალურად დაიწყება. 

"ფეხბურთის ფედერაციაში პროექტი შეიტანა გურიის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით მუჯირმა. ამის ფარგებში პირველ ეტაპზე მოხდება ორი სტადიონის რეაბილიტაცია. ეს არის ბოხვაური და მაკვანეთი. რამდენიმე დღეში ჩამოვლენ ადგილზე სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან რა თანხების ფარგლებში მოხდება რეაბილიტაცია. 

ზამთარში ოზურგეთში იმყოფებოდნენ ახალგაზრდა სპეციალისტები ფედერაციიდან და მაშინ ყველა სოფლის სტადიონი მოვინახულეთ. ლევან კობიაშვილს ინიციატივით მიმართა მაშინ ბატონმა დავითმა, რომ  ახალგაზრდებისთვის სოფლებში მნიშვნელოვანი იყო მოწესრიგებული სპორტული მოედნები, ამის შემდეგ მოხდა პროექტის მომზადება და პირველ ეტაპზე შეირჩა ეს ორი სოფელი. სავარაუდოდ მოხდება ამ სტადიონების სრული რეაბილიტაცია./ ბოხვაურში არის არაჩვეულებრივი გარემო იმისთვის, რომ იქ საფეხბურთო სკოლაც გაკეთდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც დაინტერესებულია სპორტის ამ სახეობით. ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესით"-გვითხრა მამუკა გოგუაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'