თორნიკე თოდრია ბახმაროს თასის მფლობელი გახდა
ავტორი: გურიის მოამბე
თორნიკე თოდრია ბახმაროს თასის მფლობელი გახდა

ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა  გაერთიანების, საცხენოსნო კლუბის ცხენოსანმა ,  თორნიკე თოდრიამ  ბახმაროში ტრადიციულ დოღზე, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება, ,, ბახმაროს თასი -2018,,  მოიგო.

თოდრიამ, ასპარეზობისთვის გამოყოფილი,  თითქმის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი უმკლეს დროში დაფარა,შეჯიბრში მონაწილე მხედრები უკან ჩამოიტოვა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

22 წლის თორნიკე თოდრია ოჯახის ტრადიციას  ღირსეულად აგრძელებს და საცხენოსნო სპორტის სახეობას  ბავშვობიდან  მისდევს.  ახალგაზრდა ჟოკეის წარმატებაში ლომის წილი, სპორტულ -გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებსთან ერთად, რომელსაც საცხენოსნო კლუბი რამდენიმე თვეა შემოუერთდა,  მის ცხენს,  3 წლის ,,მანგოს,, მიუძღვის, რომელიც გუშინ იუბილარი იყო.

,, ბახმაროს თასი  -2018 ,, მფლობელი და წლევანდელი მარულას გამარჯვებული, თორნიკე თოდრია ღონისძიების ორგანისატორებმა და სპონსორებმა,  ( ,, წყალმა მარგებელმა,, და ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის მერიამ)  მედლით, თასით,   სოლიდური ფულადი პრიზითა და  სვოჩის საათით  დააჯილდოვეს.

ახალგაზრდა ჟოკეის, თორნიკე თოდრიას მიღწეული წარმატებისათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ფულად  ჯილდოს გადასცემს.

'.$TEXT['print'].'