ლანჩხუთის საერთაშორისო ტურნირი ოზურგეთის „არწივებმა“ მოიგო
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის საერთაშორისო ტურნირი ოზურგეთის „არწივებმა“ მოიგო

 

17 აგვისტოს ლანჩხუთში ჩატარდა ტრაგიკულად დაღუპული მორაგბის გიორგი ფირცხალაიშვილის ხსოვნის ტურნირი რაგბში. ტურნირში მონაწილეობდნენ რუსეთის დონის როსტოვის, წყალტუბოს, ყაზბეგის, ბათუმი 2  და ოზურგეთის „არწივები“.

გათამაშება მეტად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ჩვენმა მორაგბეებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს წყალტუბოს, დონის როსტოვის გუნდები და ფინალში სძლიეს ყაზბეგის გუნდს.

ოზურგეთელმა რაგბისტებმა დიდი აღმავლობით ჩაატარეს ყველა თამაში და რაგბის სპეციალისტთა და მრავალრიცხოვანი მაყურებლის მოწონება და ოვაციები დაიმსახურეს. მწვრთნელებმა შანსი მისცეს გუნდის ახალბედა მორაგბეებს. აღსანიშნავია ყველა მორაგბის კარგი თამაში.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა გარდამავალი თასი და მრავალი ინდივიდუალური პრიზი.

„არწივები“ წარმატებით განაგრძობს მზადებას ახალი სეზონისათვის.

 

'.$TEXT['print'].'