სავალდებულო აცრებზე თავის არიდების გამო შესაძლოა, მშობლებზე სანქციები შემოიღონ
ავტორი: გურიის მოამბე
სავალდებულო აცრებზე თავის არიდების გამო შესაძლოა, მშობლებზე სანქციები შემოიღონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ბავშვს სავალდებულო აცრები არ ექნება გაკეთებული,საბავშვო ბაღსა და სკოლაში შესაძლოა, არ მიიღონ,ამის შესახებ იმნაძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

„თანამედროვე ვაქცინები არის ძალიან მაღალეფექტური და პრაქტიკულად, გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთი მილიონიდან ერთი შემთხვევა შეიძლება იყოს სერიოზული გვერდითი მოვლენა, მაგრამ ნებისმიერი ნემსის ჩხვლეტა შეიძლება იყოს სარისკო.ამიტომ, თანამედროვე კაცობრიობა დიდი ხანია, მივიდა იმ აზრამდე, რომ აცრები ბავშვებისათვის აუცილებელია. ის არის უსაფრთხო და ეფექტური.

სავალდებულო აცრებს რაც შეეხება, პარლამენტის გადასაწყვეტია, როდის მიიღებს ამას. ეს არის ევროპული გამოცდილება, ევროპის წამყვან ქვეყნებში – საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში მიღებულია კანონმდებლობა, რომლითაც ვაქცინაცია სავალდებულოა. ბაღში, სკოლაში ბავშვს არ მიიღებენ, თუ ის არ არის აცრილი. აქედან გამომდინარე, ჩვენთანაც პარლამენტში მიმდინარეობს ეს მსჯელობა და იმედი გვაქვს, რომ შემოდგომიდან ვაქცინაცია საქართველოშიც სავალდებულო გახდება. ჩანაწერი აუცილებლად გაჩნდება, რომ ეს არის სავალდებულო“, – განუცხადა პირველ არხს პაატა იმნაძემ.

'.$TEXT['print'].'