,,გომისმთობა 2018,, - სპორტული აქტიობებით იყო დატვირთული
ავტორი: გურიის მოამბე
,,გომისმთობა 2018,, - სპორტული აქტიობებით იყო დატვირთული

ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, ბაგირის გადაწევა და ნარდი - გომისმთობის  წლევანდელი დღესასწაული  სპორტული შეჯიბებებითა  და ასპარეზობებით გამოირჩეოდა.

ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად,  ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო  წელს გომის მთაში გამართული ღონისძიებისა.

სპორტული ასპარეზობები მთაში დილიდან დაიწყო.  თავდაპირველად  ერთმანეთს მკლავჭიდელები  გაეჯიბრნენ. მძიმე (აბსოლუტურ)  წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენებიდან ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადგილი - ლუკა მგელაძე

II ადგილი - დიმიტრი დოლიძე

III ადგილი - გიორგიშუკაკიძე

გომის მთაში სახელდახელოდ მომზადებულ  საჭიდაო მოედანზე ერთმანეთს ოცამდე ფალავანი გაეჯიბრა. მოჭიდავეებს გულშემატკივრებთან ერთად ქართული ,, საჭიდაო,, ამხნევებდათ და სტიმულს აძლევდათ.

დაძაბული და საინტერესო გამოგდა ფინალი, რომელშიც ერთმანეთს თორნიკე ონიანი და როლანდ ქარჩავა დაუპირისპირდნენ.  ორმაფალავანმა   პირველ-მეორე ადგილები  ასე გაიყვეს:

I ადგილი -თორნიკე ონიანი

II - ადგილი - როლანდ ქარჩავა

პირველ-მეორე ადგილზე გასულ მკლავჭიდელებსა და მოჭიდავეებს ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთანებისგან   ფულადი ჯილდოები ერგოთ, რომელიც სპორტსმენებს აღნიშნული გაერთიანების დირექტორის მოადგილემ, რევაზ ჭელიძემ  გადასცა.

სანახაობრივად აზარტული გამოდგა ბაგირის გადაწევის შეჯიბრი. ფინალში ყველაზე ძლიერი გუნდები - მკლავჭიდელები და შემოქმედელები დაუპირისპირდნენ. ამჯერად ფორტუნა,  დღესასწაულიდან გამომდინარე შემოქმედელების მხარეზე იყო და პირველობაც მათ მოიპოვეს.

აზარტულობა არც ნარდის თამაშს აკლდა. ნარდში პირველობისთვის მამაკაცებთან ერთად ქალებიც იბრძოდნენ. ასპარეზობას ორგანიზება ჭადრაკის ფედერაციამ გაუწია.I ადგილი ქალებში - მარეხ მჟავანაძეს ერგო. ხოლო I ადგილიმამაკაცებში - ლუკაკეჭაყმაძეს.

 ოზურგეთის მუნციციპალიტეტის მერიისგან სპეციალური სიგელი ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსარებელ დაწესებულებათა გაერთიანებას, მერიასთან აქტიური თანამშრომლობისა და კურორტ გომისმთის  პოპულარიზაციის საქმეში შეტანინი წვლილისათვის  გადაეცა.

'.$TEXT['print'].'