მინი ფეხბურთში გამარჯვებული ,, საძმო I,,-ის გუნდი გახდა
ავტორი: გურიის მოამბე
მინი ფეხბურთში გამარჯვებული ,, საძმო I,,-ის გუნდი გახდა

დღეს ოზურგეთის სპორტის სასახლეში მინი ფეხბურთში   ტურნირის ,, ოზურგეთი 2018 ,, საფინალო შეხვედრა  - ,, საძმო I ,, გამარჯვებით  დასრულდა.

სამოყვარულო ასპარეზობაში მონაწილეობას 8 გუნდი იღებდა.

საფინალო შეხვედრაში ერთმანეთს დვაბზუსა და ,, საძმო I ,, გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლა,თავიდანვე საძმოელთა უპირატესობით წარიმართა. შედეგიც შესაბამისი 9:1 დაიდო. ,,საძმო I ,, დვაბზუს დამარცხება დიდი უპირატესობით შესძლო.

ტურნირის ,, ოზურგეთი 2018,,  პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს თასები და ფულაფი ჯილდოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილემ, ზურა დოლიძემ გადასცა.

აღნიშნული შეჯიბრის ორგანიზატორი, რომელიც  ოზურგეთის სპორტის სასახლეში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება იყო.

'.$TEXT['print'].'