"თავისუფლება ხელმისაწვდომი ალტერნატივების რიც­ხვით იზომება"
ავტორი: გურიის მოამბე
"თავისუფლება ხელმისაწვდომი ალტერნატივების რიც­ხვით იზომება"

 „მართალია, თავისუფლება ხელმისაწვდომი ალტერნატივების რიც­ხვით იზომება, მაგრამ, თუ ეს რიცხვი უზომოდ დიდია, ადამიანს „გააწამებს“ არჩევანის პროცესი (Overchoice, pre-decision cognitive dissonance). მახსოვს, როცა საერთაშორისო ყვითელ მედიაში მოდური იყო ფილიპინების დიქტატორის, ფერდინანდ მარკოსის მეუღლის, იმელდას შესახებ ჭორაობა და წამდაუწუმ სახელდებოდა მისი ორი ათასი წყვილი ფეხსაცმელი, ამ ქალბატონის საცოდაობით ვიწვოდი. მე სულ სამი წყვილი მქონდა და ყოველ დილით არჩევანის გაკეთებაზე რაღაც დროსა და ენერგიას მაინც ვხარჯავდი და ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში იქნებოდა 2000 წყვილის მფლობელი. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მეტისმეტი, ზღვარგადასული თავისუფლება ინდივიდის რეალურ თავისუფლებას ზღუდავს და მაშასადამე, კონტრპროდუქტიულია. არსებობს კი ხელმისაწვდომი ალტერნატივების ოპტიმალური რიცხვი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლების ყველაზე დიდ დოზას? ვთქვათ, რამდენი წყვილი ფეხსაცმელი უნდა გქონდეს, ერთი მხრივ, დილაობით რომ არ გაწვალდე და, მეორე მხრივ, კარგი ჩამცმელის რეპუტაცია მოიპოვო/შეინარჩუნო? ყველაზე მარტივია, გქონდეს ერთი. ნამდვილად აღარ გაწვალდები. რეპუტაციის კი რა მოგახსენოთ. დიდი არჩევანისა და თავისუფლების პირობებში ცხოვრება ადვილი არ არის. ის მოითხოვს ფიქრს, ტვინის დაძაბვას, ინიციატივას. ამიტომაა, რომ დღეს ჩვენში ბევრია ისეთი, ვინც ნატვრით იხსენებს იმ დროს, როცა არჩევანი პრაქტიკულად არ იყო და მის მაგივრად სხვები ფიქრობდნენ“.

გელა ჩარკვიანი:

ჩანაწერების წიგნიდან – „ნაგერალა 2“

'.$TEXT['print'].'