ჩოხატაურის "ბახმარო" ელიტას უახლოვდება
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურის "ბახმარო" ელიტას უახლოვდება

დღეისათვის გურიის ფეხბურთის ფლაგმანი ჩოხატაურის "ბახმარო" ლიგა 3 -ში მეორე ადგილზე იმყოფება და ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევების საუკეთესო შანსი აქვს.

23 ტურის შემდეგ 20 გუნდა ლიგა სამში ჩოხატაურელებს 14 მოგება; 5 ფრე და 4 წაგება - 47 ქულა აქვთ და პირველკადგილოსან "ზუგდიდსჩ ხუთი ქულით ჩამორჩება.

გასულ 23-ე ტურში "ბახმარომ" მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა, როცა ხობში, თავის უშუალო კონკურენტთან, მესამეადგილოსან "კოლხეთთან" ფრედ ითამაშა. 24-ტურში, ზეგ, კი დიდი ალბათობით დაგეგმილ სამ ქულას მიითვლის, რადგან საკუთარ "ბორის პაიჭაძეზე" ერთ ერთ აუტსაიდერ ჩხოროწყუს "სამეგრელოს" მიიღებს.

ლორიას გუნდში განსაკუთრებით ასანიშნავია ნიკა ჭკუასელის (12 გოლი), გიგა კვერენჩხილაძის (10 გოლი); თეიმურაზ შარაშენიძის (6 გოლი) და ხვიჩა დიდიას (4 გოლი) თამაში;

მიუხედავად გარდაბანში, გასულ ტურში მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვებისა, საპლეიოფო ზონისგან ოდნავ შორსაა  ამ ლიგაში გურიის კიდევ ერთი წარმომადგენელი ლანჩხუთის "გურია". ერთ დროს ქართული ფეხბურთის ფლაგმანს 40 ქულა აქვს და ლიგაში მეხუთე ადგილზეა, ზეფ კი საკუტარ "ევგრაფი შევარდნაძეზე" თბილისის "მარკ სტარსს" მიიღებს.

ადგ.კლუბითამაშიმოგებაფრეწაგებაგატანილიმიღებული
ქულა
1.   ზუგდიდი 22 17 1 4 44 18
52
2.   ბახმარო 23 14 5 4 43 25
47
3.   კოლხეთი ხობი 23 14 4 5 38 17
46  
4.   საბურთალო 2 23 15 1 7 38 28
46  
5.   გურია 23 11 7 5 28 19
40  
6.   გორი 22 11 5 6 31 17
38  
7.   ბორჯომი 22 11 3 8 38 33
36  
8.   არაგვი 22 10 2 10 30 26
32  
9.   ჭიათურა 23 7 9 7 21 22
30  
10.   მეშახტე 23 9 3 11 30 36
30  
11.   ალგეთი 23 8 5 10 30 34
29  
12.   იმერეთი 23 7 7 9 29 27
28  
13.   გარდაბანი 23 8 4 11 28 33
28  
14.   ბეთლემი 23 8 4 11 27 37
28  
15.   მარკ სტარსი 23 7 3 13 33 41
24  
16.   ვარკეთილი 23 6 5 12 34 36
23  
17.   სამეგრელო 23 5 8 10 33 37
23
18.   სულორი 23 6 5 12 24 47
23
19.   მაჭახელა 23 3 8 12 22 39
17  
20.   სამგურალი 2 23 4 5 14 20 49
17  
'.$TEXT['print'].'