"მე ყოველთვის ადამიანების თანასწორობის მომხრე ვიქნები, მინდორზეც და მინდვრის მიღმაც"
ავტორი: newposts.ge
"მე ყოველთვის ადამიანების თანასწორობის მომხრე ვიქნები, მინდორზეც და მინდვრის მიღმაც"

ლგბტ თემის ურყევი მხარდაჭერისთვის თანასწორი თამაშის ჯილდოს მიღებას, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ეხმაურება.ქართველი ფეხბურთელი უეფას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ადამიანების თანასწორობის მომხრე იქნება როგორც მინდორზე ასევე მინდვრის მიღმაც:

     „მე ყოველთვის ადამიანების თანასწორობის მომხრე ვიქნები,მინდორზეც და მინდვრის მიღმაც“- განაცხადა გურამ კაშიამ.

შეგახსენებთ, უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა.აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.ჯილდო გურამ კაშიას 30 აგვისტოს, მონაკოში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.

'.$TEXT['print'].'