"ფრთხილად სურვილებთან"
ავტორი: გურიის მოამბე
"ფრთხილად სურვილებთან"

მუსიკალური პროდიუსერიგიგა კუხიანიძე კინოპროდიუსინგში გადაბარგდა. მისი პირველი ფილმი საბავშვო იქნება. „ფრთხილად სურვილებთან“,- ასე ჰქვია სრულმეტრაჟიან ფილმს რომელის გადაღებებიც პროდაქშენმა „გიგასტუდიო“ 18 დღეში დაასრულა. ზურა ყიფშიძე,ანი ბებია, იოსებ ხვედელიძე და სხვა ცნობილი ქართველი მსახიობები გამოჩნდებიან ფილმში,რომლის პრემიერასაც ჯგუფი დეკემბერში გეგმავს.

"ყოველთვის მაინტერესებდა ფილმის გადაღების მომენტი. მასშტაბური პროექტისთვის მინდოდა მომეკიდა ხელი. ვინაიდან საბავშვო სტუდია გვაქვს, ფორმატიც საბავშვო ავირჩიეთ. ფილმში ღრმადაა გაშლილი ბულინგის თემა,ეს არის ქართული მხატვრული სრულმეტრაჟიანი საოჯახო ფილმი - „ფრთხილად სურვილებთან“.იდეა გაჩნდა, შევკრიბე ჯგუფი და წავედით. ფილმის რეჟისორი ხათუნა გიორგონიანი გახლავთ, სცენარი - ივა ბეჟუაშვილს ეკუთვნის,განაცხადა გიგა კუხიანიძემ



'.$TEXT['print'].'