"ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის"
ავტორი: გურიის მოამბე
"ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის"

აფხაზეთი რუსეთთან უსაფრთხოების ერთიანი კონტურის ფორმირებას აგრძელებს და მცირერიცხოვან, მაგრამ მობილურ ჯარს ქმნის, - ამის შესახებ „ტასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.

„მიმდინარეობს რუსეთთან უსაფრთხოების ერთიანი კონტურის ფორმირება - ეს ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები - რამდენიმე დღის წინ დასრულდა მორიგი რუსულ-აფხაზური სამხედრო წვრთნები, რაც ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის გაძლიერებისთვის არის საჭირო.მიმდინარეობს აფხაზური ჯარის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მისი ახალი შეიარაღებით აღჭურვის საკითხების მოგვარება“,- განაცხადა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, „აფხაზური ჯარი უნდა იყოს მცირერიცხოვანი, თუმცა საკმარისად ოპერატიული და მობილური“.

საქართველოში ჩატარებული ნატო-ს წვრთნების შესახებ კითხვაზე ხაჯიმბამ განაცხადა,რომ „ნებისმიერი სახელმწიფო, ძლიერიც კი, შეწუხებული იქნება იმით, რომ მის საზღვრებთან ასეთი სახის წვრთნები იმართება“.

„ჩვენ ომი გადავიტანეთ და არ გვსურს, რომ ეს განმეორდეს. არ გვსურს, რომ ჩვენმა ხალხმა და ქართველებმაც ისევ გაიარონ ეს რთული პროცესები, თუმცა, თუ ჩვენ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, ჩვენ გვაქვს თავდაცვის უფლება“,- აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

'.$TEXT['print'].'