ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს
ავტორი: გურიის მოამბე
ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ბუდაპეშტში მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირზე- „გრაცია კაპ 2018“- ქართველმა სპორტსმენებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებს.

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ვარჯიშში პირველი ადგილი დაიკავა., მეორე ადგილზე ჩეხეთი გავიდა, მესამეზე კი- ავსტრია.

როგორც ტანვარჯიშის ფედერაცია წერს,საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრები ჯგუფურ ვარჯიშში ორი თვის წინ ჩამოყალიბდა. ბუდაპეშტში გამართული შეჯიბრი ამ გუნდის ისტორიაში მეორე ტურნირი იყო.

„ჩვენმა გუნდმა: სალომე ურუშაძე, ნათელა ბოლატაევა, ნატალია თაბაგარი, თამარ ხელაძე, ირინა კაკაბაძე და მარიამ ყუფუნია (მწვრთნელები: ინგა კიკვაძე, თინათინ ნადირაშვილი), ცალკეულ სახეობებშიც (ხუთი რგოლი,სამი ბურთი და ორი სახტუნაო) ოქროს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების ლიდერისათვის ინდივიდუალურ ვარჯიშში,სალომე ფაჟავასთვის (მწვრთნელები: ელისო ბედოშვილი, ლალი დოლიძე-ჯანტეზ) ბუდაპეშტის ტურნირი ბოლო რეპეტიცია იყო მსოფლიო ჩემპიონატის წინ.

ჩვენმა ტანმოვარჯიშემ 71,100 ქულით მრავალჭიდში პირველობა არავის დაუთმო.გარდა ამისა სალომემ პირველი ადგილი დაიკავა რგოლით, გურზებით და ბაფთთით ვარჯიშებში“, - წერს საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია.

'.$TEXT['print'].'