საქართველოდან ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად ნამე გაიგზავნება
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველოდან ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად ნამე გაიგზავნება

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 91-ე ცერემონიალზე, უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად საქართველოდან ზაზა ხალვაშის ნამე გაიგზავნება.ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ნამეს მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმის სიუჟეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში,ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში ვითარდება და ის მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამესა და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს.

ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე - მოლა,ხოლო მესამე - მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.

ამერიკის კინოაკადემიამ, ტრადიციულად,თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2019 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ეროვნულმა კინოცენტრმა კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო.ფილმების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 3 აგვისტოს ამოიწურა.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იბრძოდა: ხიბულა - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, ნამე - რეჟისორი ზაზა ხალვაში, ჰორიზონტი - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, დედე - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, ექვთიმე ღვთისკაცი- რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, ჰამლეტი - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი

'.$TEXT['print'].'