სუფსა - ერთადერთი მდინარე რომელიც გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება
ავტორი: გურიის მოამბე
სუფსა - ერთადერთი მდინარე რომელიც გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება

მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის 

სუფსა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მწვერვალ მეფისწყაროსთანზღვის დონიდან 2800 მეტრ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ გრიგოლეთთან. სიგრძე 108 კილომეტრი, აუზის ფართობი 1130 კვ.კმ. მთავარი შენაკადებია გუბაზეულიბახვისწყალიბარამიძისწყალიშუთი. აუზის ჩრდილოეთი საზღვარი გურიის სერს გასდევს, სამხრეთი — მესხეთის ქედსა (ზემო დინებაში) და ნასაკირალის სერს (ქვემოწელში). აუზი აგებულია ტუფოგენური ქანებით, ქვაშაქვებით, ქვიშნარ-კონგლომერატული ნალექებით, თიხებით. სათავის მონაკვეთზე აუზი შემოსილია სუბალპური მდელოს მცენარეულობით, 2000 მ-ზე ქვემოთ — ტყით, რომლის შემადგენელია სოჭიფიჭვიწიფელირცხილამუხა და სხვა. სოფელ ბუკისციხის ქვემოთ აუზის დიდი ნაწილი უკავია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. იცის წყალმოვარდნები (წელიწადში 16—27-ჯერ). გაზაფხულის წყალდიდობა შედარებით ხანმოკლეა. მდინარის წყლის რეჟიმი უმთავრესად დამოკიდებულიია ატმოსფერული ნალექების რაოდენობასა და ინტენსივობაზე, მაქსიმალური ხარჯი სოფელ ხიდმაღალასთან 700 მ³/წმ აღწევს, მინიმალური ხარჯი ქვემო დინებაში 4 მ³/წმ, საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან — 46 მ³/წმ.

სახელწოდება სუფსას თავდაპირველი ფორმაა სურ-ფსა. მდინარე სათავეს სურების მთებში იღებს. მისი სახელი სურების წყალს უნდა ნიშნავდეს.

სუფსა ერთადერთი მდინარეა, რომელიც გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება. გურიის სერით გამოყოფილია მდინარე რიონის ხეობისაგან, ხოლო ნასაკირალის სერითმდინარე ნატანების ხეობისაგან. სუფსის ნაპირზე მდებარეობს დაბა ჩოხატაური.

მდინარე სუფსა მოგროსის სახელით და ნატანები (ისისი) პირველად მოხსენიებული აქვს ბერძენ გეოგრაფ ფსევდო სკილაქს კარიადნელს, აგრეთვე ფლავიუს არიანეს. ახ. წ. მეოთხე საუკუნეში გეოგრაფმა კასტორიუსმა ამ მდინარეთა შესართავები დაიტანა რუკაზე „Tabula Peutingeriana“. ეს მდინარეეები სხვებთან ერთად ანტიკური პერიოდიდან აკავშირებდა რომის აღმოსავლეთ პროვინციებს დასავლეთ საქართველოსთან. ამ გზით გაჰქონდათ ბიზანტიელებს ნედლეული და შემოჰქონდათ ნაწარმი. სუფსაზე ნაოსნობა XIX საუკუნემდებ გრძელდებოდა. 1817 წელს რუსეთის არმიის შტაბსკაპიტნის, ენსგოლმის მიერ შედგენილი დასავლეთ საქართველოს აღწერილობის თანახმად სუფსაზე სამდინარო ნავები მდინარე ბახვისწყლის შესართავამდე, ზღვიდან 26 კმ დაშორებით ადიოდნენ. XIX საუკუნის ბოლოსთვის ასეთი 25-30 ბრტყელძირიანი ნავი იყო , თითოეულის ტვირთმზიდაობა 1,5-დან 5 ტონამდე ადიოდა

წინამდებარე ფოტორეპორტაჟი მომზადდა „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები და ფოტორეპორტაჟის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

პროექტს ახორციელებს "ოზურგეთის პრეს კლუბი"

 






'.$TEXT['print'].'