რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ ინგილო სპორტსმენმა რინგზე საქართველოს დროშა ააფრიალა
ავტორი: გურიის მოამბე
რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ ინგილო სპორტსმენმა რინგზე საქართველოს დროშა ააფრიალა

აზერბაიჯანის სოფელ  ითითალაში  დაბადებულმა ინგილო სურაჯ  გასანოვმა  იგივე იანუღაშვილმა რუსეთში  რუსი მეტოქე ევგენი ერშოვი დაამარცხა და M1-ის ერთ-ერთი ეტაპის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობდა,გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა. ის ორთაბრძოლის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ რინგზე საქართველოს დროშით გამოვიდა.

ორთაბრძოლა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართა.

'.$TEXT['print'].'