სერგეენკო C ჰეპატიტის სკანდალზე
ავტორი: გურიის მოამბე
სერგეენკო C ჰეპატიტის სკანდალზე

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება C ჰეპატიტის სამკურნალო იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით დაიწყო, რასაც მიმდინარე წლის აპრილში პაციენტების სიმცირის გამო გაუვიდა.

 


„ამ შემთხვევაში, კონკრეტული დანაშაული არაა გამოკვეთილი, არამედ, გამოძიება მიმდინარეობს, რომ განხორციელდეს ტრიადა - პრევენცია, დეტექცია, რეაგირება. ეს არის მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქცია,რომელშიც ჩვენ არ ვერევით...

გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტში მონაწილეობენ საერთაშორისო პარტნიორები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, თვითონ ფარმაკოლოგიური კომპანია, რომელიც ამ მედიკამენტის დონაციას აკეთებს, ასევე არსებობს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო, რაც წელიწადში ორჯერ იკრიბება და რეკომენდაციებს გვაძლევს. ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია 2016 წელს, როდესაც ყველაზე მძიმე პაციენტების მკურნალობის პირველი ტალღა გადავლახეთ, იყო, რომ ჩვენ თვეში 3 500 პაციენტისთვის უნდა გვემკურნალა მინიმუმ, იმისათვის, რომ დაგეგმილი ელიმინაცია ვადებში დამდგარიყო. ჩვენი თამასა იყო თვეში 3 500 პაციენტი. საქმე ისაა, რომ პირველი 50 000 პაციენტი, ვინც ამ დაავადების შესახებ იცოდა, ისინი თვითონ ითხოვდნენ პროგრამაში ჩართვას, რადგან მათ უკვე აწუხებდათ ეს დაავადება, მეორე ეტაპზე ჩვენ მოგვიწია ეტაპობრივად გაზრდა პროაქტიულობის, რადგანაც უკვე 100 000 ადამიანს, რომელსაც ჩვენ ველით, რომ მკურნალობა სჭიდება, მათ არაფერი აწუხებთ, არ თვლიან,რომ ავად არიან და ამიტომ თავს იკავებენ ან არ არიან მოტივრებულები, რომ პროგრამაში ჩაერთონ, ამიტომ ჩვენ გათვლები აღებული გვაქვს იმ რაოდენობაზე, რაც მრჩეველთა საერთაშორისო საბჭომ მოგვცა და ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომ შეივსოს. თუმცა საშუალოდ თვეში სამიზნე იყო 3 500 - გვაქვს 1 000. ცხადია, რომ ამან რიგი მიმართულებებით საფრთხეები გამოიწვია.

მედიკამენტების რაოდენობის შეკვეთა ანუ პროგრამაში ჩასართავი პაციენტების რაოდენობა შეთანხმებულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან. რაოდენობა იყო მოსალოდნელზე დაბალი, ამიტომ ჩვენ ორჯერ გვქონდა ეპიზოდი, ორი წლის წინ, როდესაც ახალი გენერაციის მედიკამენტზე გადავედით და დაგვრჩა წამლების გარკვეული რაოდენობა,რომელიც დონაციით გადავეცით სხვა ქვეყნებს და მათ გამოიყენეს და ახლა აპრილში, როდესაც გარკვეული რაოდენობა მედიკამენტების შეკვეთილი იყო 3 500-ზე თვეში და ნაკადი იყო 1 000 პაციენტი და მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, რაც ძალიან ცუდია, თუმცა ამით სახელმწიფოს ზარალი არ მიდგომია, რადგანაც ეს დონაციაა და გვჩუქნიან“, - განმარტა დავით სერგეენკომ.

'.$TEXT['print'].'