საქართველოს მოსახლეობაში გავრცელებულ 10 დაავადებას შორის სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ინფექციები ლიდერობს
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველოს მოსახლეობაში გავრცელებულ 10 დაავადებას შორის სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ინფექციები ლიდერობს

ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში რეგისტრირებულ დაავადებათა შორის ყველაზე მეტად ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციებია გავრცელებული,-საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობებიდან ყველაზე ხშირად სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციებით ავადდება, რომელთა რაოდენობაც 405 641-ია.

დაავადებათა ჩამონათვალში მეორე ადგილს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები იკავებს. კერძოდ, 2017 წელს ჰიპერტენზიული ავადმყოფობების 376 219 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქსტატის ინფორმაციით, იმ რეგისტრირებულ დაავადებათა პირველი ათეული, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული, შემდეგნაირად გამოიყურება: 1) სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციები - 405 641 შემთხვევა; 2) ჰიპერტენზია - 376 219 შემთხვევა; 3) პირის ღრუს, სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების დაავადებები - 282 518 შემთხვევა; 4) შაქრიანი დიაბეტი - 112 299 შემთხვევა; 5) ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები - 109 265 შემთხვევა, 6) დორსოპათიები (ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები) – 70 773 შემთხვევა; 7) კატარაქტა - 57 707 შემთხვევა; 8)პერიფერიული ნერვული სისტემის ავადმყოფობები - 49 923 შემთხვევა; 9) დერმატიტი და ეგზემა - 45 952 შემთხვევა; 10) შუა ყურის ანთება (ქრონიკული ოტიტი) – 33 595 შემთხვევა.

რაც შეეხება უფრო მძიმე დაავადებებს, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების(ლიმფური და სისხლმბადი ქსოვილების ახალწარმონაქმნების ჩათვლით) 8 ათასზე მეტი და ანემიების 28 555 დაავადებაა რეგისტრირებული.

'.$TEXT['print'].'