პირველი გამარჯვება - საქართველომ ყაზახეთი დაამარცხა
ავტორი: გურიის მოამბე
პირველი გამარჯვება - საქართველომ ყაზახეთი დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ასტანაში,ყაზახეთის ეროვნული ნაკრები 2:0 დაამარცხა და UEFA-ს ერთა ლიგა მოგებით დაიწყო.

თამაშის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. პირველი გოლი მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა და ერთა თასის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა.მეორე გოლი კი 74 წუთზე გავიდა. გოლი საკუთარ კარში ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელმა, სერგეი მალიმ გაიტანა.

UEFA-ს ახალი საკვალიფიკაციო ტურნირი, სწორედ ამ მატჩით დაიწყო ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველო-ლატვიას შორის თბილისში, დინამო არენაზე 9 სექტემბერს გაიმართება.

'.$TEXT['print'].'