პოლიციელს, რომელსაც მარიხუანას მოყვანას ედავებიან, ბრალს დღეს წაუყენებენ
ავტორი: გურიის მოამბე
პოლიციელს, რომელსაც მარიხუანას მოყვანას ედავებიან, ბრალს დღეს წაუყენებენ

გურიაში დაკავებულ, 28 წლის პოლიციელს, რომელსაც გამოძიება მარიხუანის კულტივაციას ედავება ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. პატრულის თანამშრომლის მეუღლე ამბობს, რომ მის ქმარს კანაფი არ ჰქონდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატრულ-ინსპექტორი გუშინ დააკავა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, 1990 წელს დაბადებული გ.ტ.,დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან დათესილი 14 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი,დამხმარე სათავსოდან ერთი ძირი, ხოლო სახლის მანსარდიდან დიდი ოდენობით გასაშრობად გამზადებული კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

'.$TEXT['print'].'