ოზურგეთის „არწივები“ ახალი სეზონისათვის ახალი მორაგბეებითა და გაძლიერებული სამწვრთნელო შტაბით ემზადებიან
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის „არწივები“ ახალი სეზონისათვის ახალი მორაგბეებითა და გაძლიერებული სამწვრთნელო შტაბით ემზადებიან

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს სტარტს აიღებს საქართველოს მორაგბეთა პირველობა პირველი ლიგის კლუბებს შორის.

„დიდი 10“ ის საგზურისათვის რვა გუნდი იბრძოლებს და მათ შორის ოზურგეთის „არწივებიცაა“, რომლებიც საქართველოს მეორე ელიტურ ლიგაში უკვე მეორე სეზონს ატარებენ.

გასულ სეზონს „არწივებისათვის“ წარმატებული შეიძლება ვუწოდოთ, რადგან დებიუტანტმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და რომ არა ციტა უიღბლობაც, ხუთეულშიც დაასრულებდა სეზონს.

როგორც „გურიის მოამბესთან“ საუბარში კლუბის პრეზიდენტი, თენგიზ კალანდაძე აცხადებს, კარს მომდგარ სეზონს კლუბი კიდევ უფრო ამბიციურად და რაც მთავარია ამავე დროს მომზადებული ხვდება.

„მეორე სეზონშიც კლუბს მთავარი მწვრთნელის რანგში, ცნობილი ქართველი მორაგბე კახა უცავა წარუძღვება, მთავარი სიახლე კი ის არის, რომ ბატონ კახას, კახა მაჩიტიძე, ასევე ცნობილი ქართველი მორაგბე დაეხმარება, მაჩიტიძე ხაზის მწვრთნელი იქნება, რაც დღემდე არ გვყავდა და იმედია მისი ჩვენს გუნდში შემომატება მნიშვნელოვან პროგრესს განაპირობებს“-აცხადებს კალანდაძე.

როგორც „არწივების“ ადმინისტრაციაში გვიხსნიან, კლუბმა დაცვის ხაზის გასაძლიერებლად განსაკუთრებულ ზომებს მიმართა და გარდა მწვრთნელისა „დიდი 10“-დან პირველ ლიგაში დაქვეითებულ ქუთაისის „ბაგრატიდან“ ამ ხაზში ორი მორაგბე დაიმატა.

ასევე „არწივებს“ შეემატნენ წარმოშობით ქობულეთლი სამი მორაგბე, რომლებიც დღემდე საზღვარგარეთ თამაშობდნენ.

გუნდის კაპიტანი კი გოჩა კალანდაძე იქნება.

„არწივების“ მიერ საქართველოს რაგბის ფედერაციაში წარდგენილი განაცხადში 36 მორაგბეა დარეგისტრირებული.

კლუბი საკუთარ თამაშებს ქალაქ ოზურგეთში „ზვანის არენაზე“ ატარებს, თუმცა მანამ სანამ კლუბი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეძლებს (ამ მიმართებით გულშემატკივრებისაგან თანხების მოსაზიდად, ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის დახმარებით „არწივებმა“ სპეციალური კამპანია განახორციელეს სოც. ქსელებში), მშველელად, მეზობელი, აჭარის რაგბის ფედერაცია გამოჩნდა და ყოველთვის უამნიდობისა თუ გარკვეული პრობლემების დროს, მისი თავკაცის, ზვიად უნგიაძის მეშვეობით, „არწივები“ მზადებას ბათუმში გადიან და თამაშებსაც იქვე ატარებენ, სადაც თანამედროვე სარაგბო სტადიონი და ინფრასტრუქტურაა.

როგორც კლუბში აცხადებენ, გარდა ვარჯიშებისა, ზვიად უნგიაძის დახმარებით, კლუბი ბათუმში თეორიულ მომზადებასაც გადის.

„არწივებში“ მიიჩნევენ, რომ გურულები მიმდინარე სეზონისათვის განსაკუთრებულად ემზადებიან და თენგიზ კალანდაძე არ მალავს, მიმდინარე სეზონში, რომ კლუბის მიზანი „დიდი 10“-ის საგზურის მოპოვება იქნება.

მიმდინარე სეზონს "არწივები" "ზვანი არენაზე" ქუთაისის "არესთან" რკენაში - 6 ოქტომბერს - გახსნიან.

სურათზე: კახა მაჩიტიძე;

1

ბაგრატი  ქუთაისი

0

0

0

0

0

0

0

0

:

0

=0

0

1

ყოჩები  ბოლნისი

0

0

0

0

0

0

0

0

:

0

=0

0

1

არესი  ქუთაისი

0

0

0

0

0

0

0

0

:

0

=0

0

1

იუნკერები  კიკეთი

0

0

0

0

0

0

0

0

:

0

=0

0

1

დინამო  თბილისი

0

0

0

0

0

0

0

0

:

0

=0

0

1

არწივები  ოზურგეთი

0

0

0

0

0

0

0

0

:

0

=0

0

1

ივერია კოლხი რაინდები  ფოთი

0

0

0

0

0

0

0

0

:

0

=0

0

1

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

0

0

0

0

0

0

0

0

:

0

=0

0

'.$TEXT['print'].'