საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის საფეხბურთო გუნდი ანგარიშით, 1:0 დაამარცხა
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის საფეხბურთო გუნდი ანგარიშით, 1:0 დაამარცხა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-ლატვიის მატჩის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. 
"ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას.მატჩის მიმდინარეობის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მაქსიმალურად იცავდნენ სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისათვის, საზოგადოების თითოეულ წევრს კი - გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისთვის.პოლიციის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მატჩის მშვიდობიან გარემოში ჩატარება. საქართველოს ნაკრებს ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც"- წერია განცხადებაში.

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის საფეხბურთო გუნდი ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და 6 ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

'.$TEXT['print'].'