"მე ერთი საშინელი დაავადება მაქვს -არაფერი მავიწყდება"
ავტორი: გურიის მოამბე
"მე ერთი საშინელი დაავადება მაქვს -არაფერი მავიწყდება"

სევდებს შორის უსევდესია, როცა ადამიანი მეგობრობას გეფიცება, გხედავს, გიღიმის,გადაგეხვევა, წლების განმავლობაში შენს ნდობას მოიპოვებს, გულს გადაუშლი, გწამს, რომ ამ ნათქვამს სიკვდილამდე წაიღებთ თქვენ ორნი და უცებ, ეს ნათქვამი წინ გხვდება. ასეთი მეგობრები ფაზლებივით იშლებიან ჩემს გონებაში და მერე ხელახლა ეწყობიან, ოღონდ არასწორად, მახინჯი შესახედაობით და ფლიდი ღიმილით. მე ერთი საშინელი დაავადება მაქვს -არაფერი მავიწყდება. ეს უფრო სასჯელია, ვიდრე ნიჭი და ამ სასჯელს ბოლომდე მოვიხდი ღირსეულად, მაგრამ ამ დამახინჯებულ ფაზლებს რა ვუყოთ? 
 დათო გორგილაძე
'.$TEXT['print'].'