“ენა, მამული, სარწმუნოება – პლანმა, ბორდელმა და ლგბტ ჩაანაცვლა”
ავტორი: გურიის მოამბე
“ენა, მამული, სარწმუნოება – პლანმა, ბორდელმა და ლგბტ ჩაანაცვლა”

მარიხუანას ლეგალიზაციას და მის ექსპორტზე გატანის საკითხს,საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელით გამოეხმაურა.

“დროის მანქანა რომ არსებობდეს, სიამოვნებით ვუყურებდი,მიშას რომ პლანის ლეგალიზაცია გაეკეთებინა და მოშენება დაეწყო, დღეს ვინც ბიძინას ულოკავს, ისინი რეებს იტყოდნენ.

ჰო, კიდევ, მოვისმენდი წმინდა ეკლესია რას იტყოდა. ხმას არ იღებენ,გასუსულები არიან. ეტყობა, მალე ვნახავთ მონასტრის ნაკურთხ პლანს, ექსპორტის გადასახადისგან მაინც გათავისუფლებული არიან ეგენი. ჰო, რა იყო, მონასტრის მაწონი თუ აქვთ, მანაგუამ რა დააშავა?

მოკლედ, ხუმრობა იქეთ იყოს და ცუდადაა ჩვენი საქმე… ენა, მამული, სარწმუნოება – პლანმა, ბორდელმა და ლგბტ ჩაანაცვლა”, –წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.

წყარო:2020news.ge

'.$TEXT['print'].'