გორში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს
ავტორი: გურიის მოამბე
გორში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის ცხედარი საკუთარ სახლში ფეხსაცმლის ზონარით იყო ჩამომხრჩვალი. 

"ამბობენ, რომ ფეხსაცმლის ზონარით არის ჩამომხრჩვალი, თავი მოიკლა თუ მკვლელობაა ამის თქმა არ შემიძლია, პირადად არ მივსულვარ"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

როგორც "ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა უწყების პრესსამსახურის ცნობით,არ არის გამორიცხული მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს და გამოძიება 115-ე მუხლით წარიმართოს

'.$TEXT['print'].'