ბაქოელები ოზურგეთელებმა 3 : 1 დაამარცხეს
ავტორი: გურიის მოამბე
ბაქოელები ოზურგეთელებმა 3 : 1 დაამარცხეს

 

12 სექტემბერს სოფელ ბახვის სტადიონზე ახალგაზრდული, ამხანაგური საფეხბურთო მატჩი , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ -გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულ საფეხბურთო და ქ. ბაქოს ოლიმპიური აკადემიის გუნდებს შორისგაიმართა.

დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა თავდაპირველად თანაბარი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, მაპინძელმა გუნდმა თამაშის მსვლელობისას უპირატესობის მოპოვება - ბურთის ფლობის, შეტევისა და ტაქტიკური თვალსაზრისით შესძლო.

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1: 1 დასრულდა. უკვე მეორე ტაიმში კი ოზურგეთის გუნდმა შეტევითი ფეხბურთი ითამაშა, მეტოქე არ მოასვენა და შეჯიბრი დამსახურებულად, ანგარიშით 3 : 1 მოიგო.

ოზურგეთელები და ბაქოელები ერთმანეთს უკვე მესამედ დაუპირისპირდნენ. გურულებმა თავიანთ ანგარიშზე უკვე ორი მოგება და ერთი ფრე დაიწერეს.

ოზურგეთის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულ საფეხბურთო გუნდს, გოჩა კრასოტკუნი, რამდენიმე წელი აწარმატებით წვრთნის. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მუნიციპალიტეტს სპორტული თვალსაზრისით არა ერთი წარმატება მოუტანეს.

 ოზურგეთის მუნიციპალტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული საფეხბურთო გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები ვარჯიშებს სოფელ ბახვისა და ოზურგეთის სპორტის სასახლეში გადიან.

 აღნიშნული სპორტული გაერთიანება ახალგაზრდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ოზურგეთის გუნდის მხარდაჭერასა და მათ სხვადასხვა ტურნირებში ჩართვას გეგმავს.

 

'.$TEXT['print'].'