ოზურგეთის "მერცხალმა" რეგისტრაცია გაიარა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "მერცხალმა" რეგისტრაცია გაიარა

მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ - "მერცხალის" ხარვეზით დაწყებული რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 13.09.2018 წლის # B18097023/3 გადაწყვეტილებით დღეს  დასრულდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია "გურიის მოამბეს" კლუბიდან მოაწოდესს. დღეიდან ყველა ის ხარვეზი, რაც კლუბის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვით ნიშნებს აჩენდა, გასწორებულია და ნებისმიერი გადაწყვეტილებაც კანონის ფარგლებში მიღებულად ცაითვლება. 

როგორც რამდენიმე დღის წინ "გურიის მოამბე" წერდა,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" იურიდიულად სერიოზული პრობლემების წინაშე იდგა, რადგან, როგორც ჩვენთვის მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტებით ირკვეოდა, მას არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა , რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მხრიდან მიღებული უარის შემდეგ. მიზეზი-ფუნქციების გაუმიჯნაობა გახდა. 

შედეგად კი, მივიღეთ ის, რომ  ოზურგეთის "მერცხალის" სახელით, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან მიღებული ნებისმიერი ქმედება და გადაწყვეტილება უკანონო და ლეგიტიმაციას მოკლებული იყო.

ბოლო თვეების განმავლობაში, კლუბში ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობას ვიღებდით. პირველი ქალაქ ოზურგეთის საფეხბურთო კლუბი "მერცხალი"; მეორე კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი "მერცხალი", რომელსაც არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა.  იურიდიულად მხოლოდ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" ფუნქციონირებდა, რადგან დანიშვნისთანავე, დანიშვნის ბრძანებითა და წესდებაში შესწორებებით ოზურგეთის იუსტიციის სახლში, ოზურგეთის მერიის იურისტებთან ერთად მისულ აბაშიძეს, იმავე რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი განუცხადა.

 

 

'.$TEXT['print'].'