ჭანიეთის ახალაშენებულ საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოინგრა და კედლები დაიბზარა
ავტორი: გურიის მოამბე
ჭანიეთის ახალაშენებულ საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოინგრა და კედლები დაიბზარა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის ახალაშენებულ  საბავშვო ბაღში, კედლები, ჭერი და იატაკი ისე დაზიანდა, რომ ახალ სასწავლო წელს აღსაზრდელები სწავლას აქ ვერ გააგრძელებენ. 

თავად შენობის მდგრადბაზე მუნიციპალიტეტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნს ელოდება.

როგორც მერიის პრესსამსახურში გვეუბნებიან, დასკვნის მიღების შემდეგ, კი თუკი შესაძლებელი იქნება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე საბავშვო ბაღში სასწავლო-ააღმზრდელო პროცესი არ განახლდება.

ჭანიეთის ბაღის  მშენებლობა  2015 წელს დაიწყო და 2016-ში დასრულდა. დღეის მდგომარეობით კი, ოთახებში, დაბზარულია კედლები, აყრილია კერამიკის ფილები და ჩამოვარდნილია ჭერი.

 

 

მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია „მთაწმინდა 2007“-მა შეასრულა.  ბაღის მშენებლობაზე 394 000 ლარი დაიხარჯა.სანამ საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აშენდებოდა, მანამ პატარებისთვის  სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში იყო რამდენიმე ოთახი მოწყობილი. 
'.$TEXT['print'].'