ბანკებმა 200.3 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრეს
ავტორი: გურიის მოამბე
ბანკებმა 200.3 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრეს

2018 წლის ივლისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 200.3 მლნ ლარი შეადგინა.  ამის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 8.8 მილიონი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 191.5 მილიონი ლარი იყო. 

ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 27.4 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 20.9 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. 

გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ივლისის მდგომარეობით, 

6.3 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 6.3 მლნ ლარი იყო.

'.$TEXT['print'].'