სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებელი კოკა-კოლას დირექტორი ლაღიძის წყლის 80%-ს ფლობს
ავტორი: გურიის მოამბე
სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებელი კოკა-კოლას დირექტორი ლაღიძის წყლის 80%-ს ფლობს

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებელი,ვახტანგ ლაღიძე კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიას დირექტორი, ამავდროულად, ლაღიძის წყლების 80 პროცენტიან წილს ფლობს.

ვახტანგ ლაღიძემ On.ge-ს ჟურნალისტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და უთხრა,რომ ლაღიძის წყლების მფლობელთან მხოლოდ ნათესაური კავშირი ჰქონდა, არც მეწილე იყო და არც ხელმძღვანელი. თუმცა ვახტანგ ლაღიძე ფლობს შპს წყალის წილს, რომლიც "ლაღიძის წყლის" კაფე-რესტორნების სახელით ოპერირებს.

საჯარო რეესტრში კომპანიის კიდევ ერთხელ გადამოწმების შემდეგ ლაღიძემ დაადასტურა,რომ On.ge-ს ჟურნალისტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

კოკა-კოლისა და ლაღიძის წყლის ფეისბუქგვერდებზე მოქალაქეთა ჯგუფმა ფლეშმობი დაიწყო. ფეისბუქგვერდებზე კომენტარებსა და შეფასებებში იდენტური შინაარსის ტექსტები: "რუსეთის გეგმის დამფინანსებელი! #რუსეთიოკუპანტია #არაოკუპაციას #Russiaisoccupant #Russiaisoccupier" იწერება. ფლეშმობი მას შემდეგ დაიწყო, რაც კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას ხელძღვანელმა, ვახტანგ ლაღიძემ პრეზიდენტობის კანდიდატს,სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შეწირა. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო და მოქალაქეთა გაღიზიანებაც ამან გამოიწვია.

წყარო:on.ge

'.$TEXT['print'].'