"ადამიანებს რა როლშიც ჩავსვამთ, მერე მეტ-ნაკლებად მაინც იმ როლს ასრულებენ"
ავტორი: გურიის მოამბე
"ადამიანებს რა როლშიც ჩავსვამთ, მერე მეტ-ნაკლებად მაინც იმ როლს ასრულებენ"

როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან
7 რჩევა ნანა ჩაჩუასგან:

1.შეიყვარე შენი თავი. აღმოაჩინე შენი პიროვნული ღირსებები.
2.განიცადე საკუთარი თავის მნიშვნელობა. როგორიც არ უნდა იყო, შენ მაინც შენ ხარ: განუმეორებელი, ერთადერთი, თვითკრიტიკული და თვითპატივისმცემელი.
3.წარმართე ფიქრები აწმყოზე, ანუ იყავი ,,აქ და ამჟამად“.წარსულიდან წამოიღე მხოლოდ გამოცდილება. არ არსებობს ცუდი წარსული. წარსულიდან ყოველი მომენტი გამოცდილებად ღირს. მომავალი წარმოიდგინე პოზიტიურად. შექმენი შენი ცხოვრების ნათელი სურათი. არც ერთი სურათი არ არის ჩრდილის გარეშე. ეს მისი სრულყოფილების ნიშანია.
4.ყოველი ადამიანი ისეთი დაინახე, ისეთს ეურთიერთე, როგორიც გინდა იყოს, ადამიანებს რა როლშიც ჩავსვამთ, მერე მეტ-ნაკლებად მაინც იმ როლს ასრულებენ.
5.ყოველთვის გამოხატე მადლიერება, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც. უმადურობა ანგრევს ყველას და ყველაფერს. ისწავლე გულწრფელი მადლობის თქმა.
6.არ შეიკავო სათქმელი. ყოველთვის თქვი, რაც გინდა რომ თქვა, ოღონდ მისაღები ფორმით, ანუ გადაეცი შენი გრძნობა ისე, რომ არ შეეხო მეორე ადამიანის მხრიდან შენთვის მიუღებელ მის არცერთ გამოვლენას.
7.გაითვალისწინე სათქმელი სად, როდის, როგორ და ვისთან თქვა. არაფერი არ ინანო, მხოლოდ გააცნობიერე.

წყარო: fortuna.ge

'.$TEXT['print'].'