ევროკავშირში გაწევრებიდან 10 წლის თავზე, ქვეყნები საშუალოდ 12%-ით უფრო მდიდრები არიან
ავტორი: გურიის მოამბე
ევროკავშირში გაწევრებიდან 10 წლის თავზე, ქვეყნები საშუალოდ 12%-ით უფრო მდიდრები არიან

 ევროკავშირში გაწევრებიდან 10 წლის თავზე, ქვეყნები საშუალოდ 12%-ით უფრო მდიდრები არიან,ვიდრე გაწევრებამდე. მაგრამ, ეს მხოლოდ საშუალოა.მთელ რიგ შემთხვევებში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ბევრად უფრო დიდი მასშტაბითაც იზრდება. მაგალითად, ევროკავშირში წევრობის პირველი ათწლეულის თავზე ესტონეთის და რუმინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 30%-ით გაიზარდა.პოლონეთის მშპ კი პირველი ათი წლის თავზე 2.7-ჯერ გაიზარდა.

 4. ევროკავშირი — სივრცის მიმზიდველობის გარანტი

ევროკავშირში გაწევრანება მრავალი მიმართულებით საერთო კანონების და პრაქტიკების მიღებას გულისხმობს, რომელთა წყალობით იგი სტაბილური, დემოკრატიული და ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული სივრცეა. შედეგად, ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკური სივრცის მიმზიდველობასაც ზრდის, რაც პირდაპირი უცხო ინვესტიციებისა და ახალი ბიზნესების ზრდას გულისხმობს, რაც შიდა ბაზრისა და მოთხოვნის ზრდასაც გულისხმობს.საყურადღებოა ისიც, რომ ევროკავშირის მიერ განვითარებაში ჩადებულ ყოველ ევროს,საშუალოდ კერძო ინვესტორის მიერ ჩადებული საპასუხო ევრო ემატება. შესაბამისად, ევროკავშირის ინვესტიცია ირიბად უფრო მეტია, ვიდრე მის მიერ ქვეყნის დასახმარებლად პირდაპირ გაღებული თანხა.

მაგალითისთვის ,  თუკი  უნგრეთმა  7  წლის  განმავლობაში  ევროკავშირის  ფონდიდან 23   მილიარდი  ევრო  მიიღო, ევროკავშირის  მიერ  მობილიზებული  ინვესტიციის  ნამდვილი  რაოდენობა  სინამდვილეში  გაცილებით  უფრო  მეტია— დაახლოებით 60 მილიარდ ევრომდე.

 ევროკავშირი  გვაძლევს  წვდომას  საერთო  ბაზარზე  , რომლის  მაქსიმალურად  ათვისება   ქართველ   მეწარმეთა  საუკეთესო ინტერესებშია. ამასთან , ევროკავშირი  წარმოადგენს  განვითარების  უმსხვილეს  სპონსორს,  განვითარება  კი  ძვირი ფუფუნებაა —განსაკუთრებით მცირე და დაუცველი ერებისათვის,როგორიც საქართველოა. ამიტომ,  ჩვენ გვაწამს ,  რომ  საქართველოს ევროკავშირში  გაწევრიანება ქართული  ეკონომიკური  ზრდის,  ქართველ  მეწარმეთა  და  გლეხთა განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

ჩვენ გვწამს, რომ ძალა ჩვენშია. ჩვენი თვითმიზანი არა აუცილებლად და მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ძლიერი და სტაბილური საქართველოს შექმნაა. ევროკავშირში გაწევრიანება კი ამ მიზნისენ მიმავალი ერთერთი გზაა.  ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ჩვენი ვალია  არ შევჩერდეთ  განვითარების გზაზე.ევროკავშირი უკვე აფინანსებს ქართულ სოფლის მეურნეობას, მოქნილ და ხალხზე ორიენტირებულ სახელმწიფო სისტემას, სამართლიანობას და გამჭვირვალეობას. ევროკავშირი უკეთესი და უფრო სახალხო ქართული სახელმწიფოს ერთერთი უმთავრესი სპონსორი და ხელშემწყობია. ევროპული დახმარების წყალობით,მეტი და მეტი ქართველი გლეხი ახერხებს თავისი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე შეტანას, მეტი და მეტი მცირე ბიზნესმენი ახერხებს საქმის წამოწყებას და მეტი და მეტი სისტემა მუშაობს უფრო დახვეწილად.თუმცა,ეს მხოლოდ დასაწყისია. საბოლოო გამარჯვება და ეროვნული შემოსავლის 30%-ით ზრდა ჯერაც წინაა. 

 საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#ძალაჩვენშია

'.$TEXT['print'].'