"მეზიზღება ყველა, ვინც ამ იდეას გაამართლებს და გააპრავებს!!!"
ავტორი: გურიის მოამბე
"მეზიზღება ყველა, ვინც ამ იდეას გაამართლებს და გააპრავებს!!!"

ექიმი ფსიქიატრიჰოლანდიის პენიტენციური სისტემის ექიმი ნინო ჭელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

 ქვეყანა,რომელმაც გაანადგურა ჩაის კულტურა და არაფერი იღონა უკვე  განადგურებულის აღსადგენად,

  ქვეყანა, რომელმაც მოსპო ,, ქართული ჩაის სახელი და უნდა იბლატაოს ქართული კანაფის სახელით,

  მარტო სასაცილოდ ასაგდები კი არა,  მოთქმით სატირალია! 

 მე როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე,შვილი, და და

 მეუღლე,უამრავი ქართველისა და არაქართველის მეგობარი,ექიმი,რომლის ხელშიაც

 ბოლო 10 წლის მანძილზე იმდენ გონებიდან გადასულ პლანაქეშს

 გაუვლია,რამდენიც არც ფილმებში და არც ჟურნალ-გაზეთებში არავის უნახავს არც

 ერთი მთავრობის წევრსა და არც ერთი ტელევიზიის წამყვანს თუ ჟურნალისტს,

 ხმამაღლა და დაუფარავად ვაცხადებ: თუ ჩემივე არჩეული და მოწონებული

 მთავრობა მაინც მიაღწევს კანაფის პლანტაციების გაშენებას და ქართველი

 ხალხი(ხალხი რასაც ჰქვია) წინ არ აღუდგება საქართველოს ოფიციალური ბარიგების

 ქვეყანად გადაქცევას ,მე დავბრუნდები ჩემს ოჯახთან ერთად იმ ნარკომანიისა და

 პროსტიტუციის შემოსავლით გამდიდრებულ ქვეყანაში -ჰოლანდიაში,სადაც ის

 მაინც ვიცი,რომ მარიხუანათი ტვინნაღრძობი ადამიანების მკურნალობას არავინ

 დამიშლის და იქ,სადაც კანაფის პლანტაციებს ნამდვილად არ აშენებენ ექსპორტის მიზნით ! 

 ზღაპრები მარიხუანას უვნებლობაზე და რეგულაციებზე იმათ მოუყევით ვინც

 სარფის საზღვარს არ გადაცილებია,ვისაც ღამეები არ უთენებია მარიხუანას მოწევით

 ფსიქოზითა და დელიერით დაავადებული პაციენტების საწოლებთან და ვინც

 მართლა არ იცის რას ნიშნავს სამედიცინო და არასამედიცინო მარიხუანა! 

 მეზიზღებით ყველა,ვინც ამ იდეას პლანტაციების შესახებ იოტისოდენა

 გამართლებას მაინც მოუძებნის და გააპრავებს!

 თქვენს მონობას სწორედ პლანტაციებში მუშაობა აკლდა და იმუშავეთ,დიდი ნალია

 დაიდგით და რასაც ჩაყრით შიგ არ გამომაპაროთ“ - წერს ნინო ჭელიძე.

'.$TEXT['print'].'