"არცერთი მიზანი არ ამართლებს საშუალებას,როცა ეს საშუალება ტყუილია"
ავტორი: გურიის მოამბე
"არცერთი მიზანი არ ამართლებს საშუალებას,როცა ეს საშუალება ტყუილია"

ცდილობენ ტყუილებით დაგვარწმუნონ, რომ სამშობლოს დაცვაშიც ჩვენ ვართ დამნაშავე

ქრისტე ბრძანებს: "როცა (ეშმაკი) სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა." (იოანე 8,44). დაუკვირდით: ღმერთი გვაფრთხილებს,რომ ტყუილების საწყისი და გამავრცელებელი ეშმაკია.როცა ვიტყუებით, პირდაპირ ეშმაკის საქმეს ვაკეთებთ.

არცერთი მიზანი არ ამართლებს საშუალებას,როცა ეს საშუალება ტყუილია.როცა გვატყუებენ, სიცრუის მამის - კაცის მკვლელი ეშმაკის საქმეს ემსახურებიან.

მორწმუნეები ხშირად ამბობენ და სწამთ, რომ ეშმაკის ყველაზე დიდი ხრიკი ადამიანების დასაღუპად,მათი ეშმაკის არარსებობაში დარწმუნებააო.

საქართველოს დამანგრეველი მტერიც, ეშმაკივით უკვე რამდენი წელია ცდილობს ტყუილებით დაგვარწმუნოს, რომ სინამდვილეში მტერი არ არსებობს, არავინ გვმტრობს და ყველაფერში,თვით საკუთარი სამშობლოს დაცვაშიც, ერთგულებაში და მისი მთლიანობისთვის ბრძოლაშიც ქართველები თვითონ ვართ დამნაშავე. უბედურებაა, რომ ზოგიერთი ქართველი გულუბრყვილოდ იჯერებს ეშმაკის მსახურთა ამ სიცრუეს.

ნუ დაიჯერებთ მათ ტყუილებს; ეშმაკმა ტყუილით დასცა პირველი ადამიანები და დღესაც ტყუილების უსირცხვილო პროპაგანდაა მისი დამღუპველი იარაღი. ამით გვაბითურებს და გვამარცხებს, როცა გულუბრყვილონი და არაინფორმირებულნი ვართ, როცა ვერ ვბედავთ კრიტიკულ აზროვნებას და ვერ გამოვდივართ ძველი და დახავსებული შეხედულების ტყვეობიდან. გაიგეთ,დღეს არავის აღარ მორჩილებს საქართველო, ის და მისი ხალხი თვითონაა საკუთარი მომავლის გამგებელი.

ეშმაკის მთავარი იარაღი ჩვენს წინააღმდეგ სულიერ ცხოვრებაშიც და სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაშიც არის ტყუილი.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

'.$TEXT['print'].'