"მერცხალის" მორიგი წარმატება-მასპინძელმა წალენჯიხის გუნდი 3-1 დაამარცხა
ავტორი: გურიის მოამბე
"მერცხალის" მორიგი წარმატება-მასპინძელმა წალენჯიხის გუნდი 3-1 დაამარცხა

გუშინ, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე ოზურგეთის "მერცხალმა" წალენჯიხის "სქური" 3-1 დაამარცხა. 

გოლები "მერცხალიდან" ამბრალამაძემ, ბოლქვაძემ და კალანდაძემ გაიტანეს. 

ოზურგეთელი ახალგაზრდა ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ სტუმართან თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა. 

მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საერთო ჯამში "მერცხალმა" ამ გამარჯვებით, ლიდერთა შორის პოზიცია გაიმაგრა.

მომდევნო კალენდარულ თამაშს "მერცხალი" 29 სექტემბერს აბაშაში, გათამაშების ლიდერთან, აბაშის "ზანასთან" გამართავს.

აღსაღნიშნავია, რომ ოზურგეთის "მერცხალის" ახალგაზრდა ფეხბურთელები მეოთხე მატჩს წარმატებით ასრულებს. 

გუნდიგგგმ+/-
ზანა 4 3 1 0 4 1 3 10
მერცხალი 4 2 2 0 9 6 3 8
საირმე 5 2 2 1 7 5 2 8
ჩხერიმელა 4 1 2 1 2 3 -1 5
იმერეთი 2 4 1 1 2 7 5 2 4
სქური 4 1 1 2 5 6 -1 4
რაჭა 5 0 1 4 2 10 -8 1
'.$TEXT['print'].'