ექსკლუზივი- დღეს ადრე დილით "ლიბერთი ბანკის" კუთვნილი მიკროავტობუსი გატეხეს
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი- დღეს ადრე დილით "ლიბერთი ბანკის" კუთვნილი მიკროავტობუსი გატეხეს

გუშინ, გვიან ღამით, გამოძიებისათვის ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, "ლიბერთი ბანკის" სპეც მანქანა, რომლითაც დასახლებულ პუნქტებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებისათვის საბანკო მომსახურება, ძირითადად პენსიების გაცემა მიმდინარეობს, გატეხეს.

როგორც თვითმხილველები "გურიის მოამბეს" ატყობინებენ, შემთხვევა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა.

ქურდებმა მიკროავტობუსი გატეხეს და შიგნით შეაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სპეც მანქანებში იმ დროისათვის (იგულისხმება ინცინდენტის დრო), არანაირი თანხა არ ინახება, მასში მომუშავე პერსონალი თანხას ბანკში, დაცვის თანხლებით, სამუშაოს დასრულებისთანავე-დღის 17 საათსა და 30 წუთზე აბარებენ.

 

აქედან გამომდინარე, მანქანის გატეხვისა და ძარცვის მიზეზი ჯერ ჯერობით გაურკვეველია ისევე როგორც ის, თუ რა წაიღეს თავდამსხმელებმა.

შსს-ს აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სსკ 177 მუხლით-ქურდობა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ოპერატიული სამუშაოები.

 

'.$TEXT['print'].'